ბლოგერის ნიკოლაი ლევშიცის ტელეგრამის არხზე რუსეთის გაუჩინარებული მოქალაქის ვინაობასაც ასახელებენ, ირწმუნებიან, რომ ის 4-5 იანვრის ღამით გაიტაცეს.
“უცნობებმა გზა გადაუღობეს, იარაღით ემუქრებოდნენ და ვიქტორი წაიყვანეს თეთრი Subaru-თი თანმხლები ქალი კი გაუშვეს”, – ნათქვამი პოსტში.
“ყურადღება: ირკვევა ახალი დეტალები რუსეთის 2 მოქალაქეზე თავდასხმის. ერთ-ერთი მათგანი მამაკაცი გაიტაცეს. რუსეთის მოქალაქე – ვიქტორ სოლოვიოვი.
გაუჩინარების თარიღი: 2025 წლის 4-5 იანვრის ღამე.
ℹ️ გაუჩინარების გარემოებები: ვიქტორ სოლოვიოვსა და მის თანამგზავრზე ზუგდიდი-ჯვრის გზაზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. უცნობმა პირებმა გზა გადაკეტეს, იარაღით დაემუქრნენ და ვიქტორი თეთრი სუბარუს მანქანით წაიყვანეს. თანამგზავრი გაათავისუფლეს. გამოძიება მიმდინარეობს.
❗️გატაცებული პირის აღწერა:
• სიმაღლე: 186 სმ
• სხეულის ტიპი: საშუალო
• თმა: მუქი, მოკლე
• ტანსაცმელი: გაქრობის დროს ვიქტორს ეცვა მუქი მაისური და მუქი შარვალი (როგორც ფოტოზე).
დამატებითი ინფორმაცია:
• ვიქტორი ტურისტულად იმყოფებოდა საქართველოში.
• ფოტოზე ჩანს, რომ შემთხვევის დროს მას თეთრი მანქანის გვერდით მუქი გარე ტანსაცმელი ეცვა.
☎️ კონტაქტები: +7 926 446-24-88
👮🏻♂️ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ამ წუთებში სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ ოპერატიულ სამძებრო სამუშაოებს დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი ორი ახალგაზრდა მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად.”-ვკითხულობთ პოსტში