იტალიაში თავდასხმისა და ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს 33 წლის მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებული 1991 წელს დაბადებული დათო ადეიშვილია. როგორც იტალიური მედია ამტკიცებს, ქართველი კაცი ადგილობრივ კრიმინლურ დაჯგუფებასთან ერთად მოქმედებდა. ისინი თავს ყოფილ დამსაქმებელს დაესხნენ და სასტიკად სცემეს ცოლ-შვილის თვალწინ.
მის ბინაში შესულები ფულს და ძვირფასეულობას სთხოვდნენ. უარის მიღების შემდეგ კი კაცს სასტიკად გაუსწროდნენ. თუმცა ფულის და ძვირფასი ნივთების გატანა სახლიდან მაინც მოახერხეს.
„როგორც გამოძიებით ირკვევა, საქართველოს მოქალაქე 33 წლის მამაკაცი ადგილობრივ კრიმინალებთან ერთად თავს, საკუთარ სახლში, ყოფილ უფროოს დაესხა. როგორც ირკვევა, ეს მამაკაცი იყო სწორედ დანაშაულის ორგანიზატორი. მან კარგად იცოდა, რომ სახლში მისი უფროსს ფული და ძვირფასეულობა ჰქონდა. ამიტომაც ადგილობრივ დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად მისი გაძარცვა განიზრახეს.
„ღამის საათებში, როცა მამაკაცი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, ისინი მას თავს დაესხნენ. მამაკაცს ცოლის და შვილების თვალწი სცემდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მას სახლში გადამალულ ფულს დ ოქროულობას სთხოვდნენ. საბოლოო ჯამში მათ მამაკაცს წამების შედეგად ფულის და ძვირფასეულობა წაართვეს. დაკავებულია 33 წლის ქართვეი და გამოძიება დანარჩენების დასაკავებლად გრძელდება“, – ამბობს საქმის გამომძიებელი მედიასთან.
დაკავებულს თავისუფლების 17-წლიანი პატიმრობა ემუქრება.