მშობლებს, რომლებსაც 5 ბავშვი დაეღუპათ, ოჯახი რომელსაც იქამდეც ჰქონდა განცდილი შვილის დაღუპვით გამოწვეული ტრაგედია ახლა საშინელი რეალობის წინაშე დგას“ – საბერიოში დაღუპული ოჯახის დასახმარებლად თანხის შეგროვება იწყება

MMA Georgia ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახისთვის თანხის შეგროვების ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, მარკეტერი და სამოქალაქო აქტივისტი, ნინო ჯიბლაძე ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს:

მეგობრებო, გროვდება თანხა რომ ოჯახს საცხოვრებელი შევუძინონ. მშობლებს, რომლებსაც 5 ბავშვი დაეღუპათ, ოჯახი რომელსაც იქამდეც ჰქონდა განცდილი შვილის დაღუპვით გამოწვეული ტრაგედია ახლა საშინელი რეალობის წინაშე დგას…

დარჩნენ შვილების გარეშე… და უსახლკაროდ.

MMA Georgia ინიციატივით, იწყება მათ დასახმარებლად თანხის შეგროვება, თითოეული თეთრი მნიშვნელოვანია, თითოეული გაზიარება ძალიან ბევრს ნიშნავს…

ჩარიცხული თანხის ყველა ამონაწერი დაიდება და გაკონტროლდება ოჯახის წევრების მიერ.

ვდებ ოჯახის წევრის ანგარიშის ნომერს –

#GE04BG0000000528158075

მიმღები ლევან შონია“. – წერს ნინო ჯიბლაძე.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ გალში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.