უტყუარი რეცეპტია, სწორედ ასე მზადდება ნამდვილი საშობაო გურული ღვეზელი!” – მკითხველის რეცეპტი

ეს საშობაო ღვეზელი ადრე მხოლოდ გურულ ტრადიციას წარმოადგენდა, დღესდღეობით კი, მთელ საქართველოში ამზადებენ. როგორც წესი, კვერცხს ბუხარში შეჰკიდებდნენ, სპეციფიკური გემო რომ მიეღო. ჩვენ ტაფაზე მობრაწულ ვარიანტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები

  • მშრალი საფუარი – 1 ჩკ
  • თბილი რძე – 1 ჭიქა
  • ზეთი – 3 სკ
  • მარილი – 0.3 ჩკ
  • ფქვილი – 250 გ
  • ყველი – 400 გ
  • კვერცხი მოხარშული – 6 ცალი
  • კარაქი – 1 სკ
  • კვერცხის გული – 1 +
  • რძე – 1.00 სკ, ზემოდან წასასმელად

მომზადების წესი

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, მარილი და ფქვილის დამატებით მოვზილოთ ნაზიცომი. ვზილოთ ზეთიანი ხელებით. თასს გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავდგათ ასაფუებლად. ყველი გავხეხოთ. მოხარშული კვერცხები ტაფაზე, კარაქში მსუბუქად შევწვათ. ცომში შეგვიძლია ჩავდოთ როგორც მთლიანი, ასევე დაჭრილი კვერცხები. ცომი დავყოთ 4-5 გუნდად, მივცეთ მოგრძო ფორმა, ზედ დავდოთ ყველის შიგთავსი, შემდეგ მოხარშული კვერცხის ნაჭრები და შევკრათ. ღვეზელს ოდნავ მოხრილი ფორმა მივცეთ, წავუსვათ რძეში არეული კვერცხის გული და გამოვაცხოთ 250 გრადუსზე.