გასტაცეს ტელეფონები, ერთ-ერთ მათგანს მიაყენეს ცეცხლნასროლი ჭრილობა, ცხედარი კი მდინარეში გადააგდეს…. – რას აცხადებენ შსს-ში და რას უყვება წყარო Ambebi.ge-ს მესტიაში მომხდარ თავდასხმაზე

შინაგან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბის, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით, ორი პირი – 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.პ. და 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ჭ. და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

  • უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლი 16 დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

უწყე­ბის თა­ნახ­მად, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 5 იან­ვარს, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ზუგ­დი­დი­დან მეს­ტი­ა­ში მი­მა­ვა­ლი უცხო ქვეყ­ნის ორი მო­ქა­ლა­ქე და­ა­ყა­ჩა­ღეს, გას­ტა­ცეს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, და ერთ-ერთ მათ­განს, 1986 წელს და­ბა­დე­ბულ ვ.ს.-ს მი­ა­ყე­ნეს ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა და უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

  • ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, ცხე­და­რი მოგ­ვი­ა­ნე­ბით მდი­ნა­რე­ში გა­და­აგ­დეს და მი­ი­მალ­ნენ.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უწყვეტ რე­ჟიმ­ში ატა­რებ­დნენ შე­სა­ბა­მის მოქ­მე­დე­ბებს.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რო­გორც მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ასე­ვე, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რა­შიც ვერ­ტმფრე­ნიც იყო ჩარ­თუ­ლი.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ორი­ვე პირი და­ა­კა­ვა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის ვ.ს. ცხე­და­რი მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდი­ნა­რე ნაკ­რა­ში იპო­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე, 19-109-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს”, – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  • Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი დაჭ­რი­ლია და მომ­ხდა­რი სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა.

“ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი და­ნი­თაა დაჭ­რი­ლი, რო­გორც ჩანს, რუს­მა დაჭ­რა. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან ერთი ეცე­რე­ლია, მე­ო­რე კი ლა­ხა­მუ­ლე­ლი. ირ­კვე­ვა, რომ ისი­ნი რუს ცოლ-ქმარს კარ­გად იც­ნობ­დნენ. ცოლ-ქმა­რი ზუგ­დიდ­ში და­დი­ო­და ხში­რად, რო­გორც გა­ვი­გეთ, ამ სა­ლა­ვი­ოვს 1 წე­ლი­წად­ში 11-ჯერ და­უდ­გინ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის კვე­თა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ეს ამ­ბა­ვი ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. ნარ­კო­ტი­კე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე რა­ღაც უთან­ხმო­ე­ბა მო­უ­ვი­დათ“, – გვიყ­ვე­ბა წყა­რო.