სააღდგომო პასკის მომზადება რთულია, მაგრამ შეგიძლიათ ნამცხვრით ჩაანაცვლოთ, რომელსაც ჰქვია ,,ყვავილი”. ცომი რბილი და ფუმფულაა, შიგთავსი – ქიშმიშითა და ჩირით. მისი მომზადება სხვა დღეებშიც შეიძლება.
ინგრედიენტები
- 3 კვერცხი
- 20 გ ზეთი
- 70 გ კარაქი
- 1 ჭიქა შაქარი
- მწიკვი მარილი
- 5 ჭიქა ფქვილი
- 40 გ საფუარი
- 70 გ ქიშმიში
- 50 გ ჩირი (,,ცუკატები”)
- 1 ჩაის კოვზი ვანილის შაქარი
- 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
მომზადება
საფუარი თბილ რძეში გახსენით, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი და 2,5 ჭიქა ფქვილი. ეს გავს ოლადების ცომს.
დააფარეთ ცომს ხელსახოცი და დადგით თბილ ადგილას 1-1,5 საათით. ამოსვლისას ცომზე ნაოჭები გაჩნდება.
შეურიეთ 2 კვერცხი დარჩენილ შაქარს, დაამატეთ მარილი და აურიეთ.
გაადნეთ 50 გ კარაქი, გააციეთ.
კვერცხის მასა ცომს დაამატეთ, შემდეგ ჩაყარეთ დარჩენილი ფქვილი. აურიეთ. ბოლოს გამდნარი კარაქი დაამატეთ, დატოვეთ თბილ ადგილას 1,5-2 საათი.
გარეცხეთ და გააშრეთ ქიშმიში, დაჭერით ჩირი.
გაადნეთ 20 გ კარაქი და კვლავ გააციეთ. 1 კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ.
გააბრტყელეთ ცომი ფირფიტის სახით (0,5 სმ). წაუსვით კარაქი. გადაანაწილეთ ჩირი და ქიშმიში, მოაყარეთ ვანილი და დარიჩინი. გადაახვიეთ რულეტისებურად. ნაპირებს კვერცხის ცილა წაუსვით. მოამრგვალეთ რულეტი ისე, რომ წრე გამოვიდეს.
ფორმას წაუსვით ზეთი, გადაიტანეთ რულეტი. წაუსვით დარჩენილი კვერცხის ცილა. დანით გააკეთეთ ნაჭდევები წრის გასწვრივ. დატოვეთ ცომი თბილ ადგილას 20 წუთით.
ნამცხვარი გამოაცხეთ 20-25 წუთით 200 გრადუსზე.
გამოიღეთ ნამცხვარი, დააფარეთ სუფთა ტილო და დატოვეთ 15 წუთით. შემდეგ წაუსვით მინანქარი, რომელსაც ცილითა და გამდნარი შოკოლადით მოამზადეთ. მოაყარეთ სააღდგომო მორთულობები, მაგალითად ფერადი ჩირი.
ეს რეცეპტი ნამდვილად მოგეწონებათ. გაუზიარეთ მეგობრებს სოც.ქსელში