ბანანის ნამცხვარი ცხობის გარეშე

ინგრედიენტები

ორცხობილა – 500 გრამი

რძე – 500 მილილიტრი

სიმინდის სახამებელი – 30 გრამი

ფქვილი – 30 გრამი

შაქარი – 80 გრამი

კარაქი – 60 გრამი

მოხარშული შესქელებული რძე(ზგუშონი) – 250 გრამი

ნაღები – 300 გრამი

ბანანივანილი, შაქრის პუდრა, ხსნადი ყავა, კაკაო

მომზადების წესები:
პირველ რიგში მოვამზადოთ კრემი, ჩავასხათ ქვაბში რძე ჩავყაროთ სიმინდის სახამებელი, შაქარი და ფქვილი. კარგად გავხსნათ, რომ არ დაიმურკლოს. შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ განუწყვეტლივ, რომ ადუღდება, გადმოვდგათ. შევაგრილოთ, თბილს შევაზილოთ კარაქი და ვანილი.

ხსნადი ყავა გავხსნათ წყალში, დავნამოთ ორცხობილა და ჩავალაგოთ ფორმაში. პირველ ფენას წავუსვათ მოხარშული შესქელებული რძე (მოხარშული სგუშონი), შემდეგ დავალაგოთ ისევ დანამული ორცხობილა და წავუსვათ მოხარშული კრემის ნახევარი. დავალაგოთ დაჭრილი ბანანი, წავუსვათ დარჩენილი მოხარშული კრემი და დავალაგოთ ისევ დანამული ორცხობილა.

ცივი ნაღები ამოვიყვანოთ მიქსერით, გასქელებულ ნაღებს ვამატოთ შაქრის პუდრას ჩვენი გემოვნებით. მიღებული ნაღების კრემი მოვასხათ ორცხობილის ფენას. გადავაკრათ ფორმას ვაკუუმი და შევდგათ მაცივარში მთელი ღამით. დილით რომ გამოვიღებთ მოვაცრათ კაკაო ან მოვახეხოთ შოკოლადი.