ქართული ოცნება” წინასაარჩევნო მარათონშია და რეგიონებში მცხოვრებლებს გასართობად კონცერტებსაც სთავაზობს.
ერთ-ერთი მხარდამჭერი კონცერტი დუშეთში გუშინ გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდნენ ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები და ბენდები:
ქართული ხმები, მანანა თოდაძე, გიორგი წიკლაური და მარიტა როხვაძე და ჯგუფი NEW ONE.
მანამდე, მხარდამჭერი კონცერტი ჩატარდა ამბროლაურშიც, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად აქ ჯგუფი “გუფი ლენდი” გაიხარჯა.
კონცერტი დაგეგმილია ონშიც. 27 აგვისტოს, ქალაქ ონში “ქართულ ოცნებას” საკუთარი შემოქმედებით მხარდაჭერას გამოუცხადებენ ანსამბლი “გორდელა”, ჯგუფი “მიქსტურა”, მომღერალი სალომე ბაკურაძე, მაგდა ნიკოლეიშვილი და “თეატრალური კვარტეტი”.
კონცერტები ასევე დაგეგმილია, მომდევნო დღეებშიც, თიანეთში, მცხეთაში, ოზურგეთში, წალკაში, ნინოწმინდაში, ახალქალაქში, თეთრიწყაროში, დმანისსა და ბოლნისში.