ფახლავის რეცეპტი, რომელიც აუცილებლად უნდა შეინახოთ

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • თაფლი – 2 სკ
  • ნიგოზი – 2 ჭიქა
  • შაქარი – 2.5 ჭიქა
  • სოდა – 1 ჩკ
  • ფქვილი – 4 ჭიქა
  • კვერცხი – 4 ცალი
  • არაჟანი – 300 გ
  • კარაქი – 350 გ
  • მომზადების წესი
  • თადაპირველად ვამზადებთ ცომს. ფქვილში ასრისეთ 300 გ კარაქი. დაუმატეთ 3 კვერცხის გული, არაჯანი და სოდა. მოზილეთ ცომი და შეინახეთ მაცივარში 1 საათი. შემდეგ გამოიღეთ და გაყავით 3 გუნდად. მოამზადეთ გულსართი: გაატარეთ ნიგოზი, ოღონდ ძალიან წმინდად არა. 4 კვერცხის ცილითა და შაქრით გააკეთეთ ბეზე. შეურიეთ გატარებული ნიგოზი. ცომის თითოეული გუნდა გააბრტყელეთ თხლად ლითონის ფირფიტის ზომაზე, გადაიტანეთ პირველი ფენა მასზე და გაანაწილეთ ბეზეში არეული ნიგოზი. გააბრტყელეთ მეორე გუნდა, ოდნავ პატარა ზომაზე, ვიდრე პირველი. დააფინეთ ბეზეს ზემოდან და მასზეც გაანაწილეთ დარჩენილი გულსართი. გააბრყელეთ ცომის მესამე გუნდა და დააფინეთ ბოლო ფენა. დასერეთ ფახლავა რომბების ფორმებად ბოლო ფენამდე. წაუსვით ემოდან კვერცხის გული და დაალაგეთ ნიგვზის ლებნები. აცხვეთ 200 გრადუსზე 40-50 წუთი. გამოცხობამდე 5-10 წუთით ადრე, გამოიღეთ, მოასხით გამდნარი თაფლისა და 50 გ კარაქის ნარევი. შედგით კვლავ ღუმელში და დაასრულეთ ცხობა. როცა ბოლომდე გაცივდება, დაჭერით რომბები ბოლომდე.