ხავი საქართველოშია…
“ლევანტეს” ოფიციალურ გვერდის სოციალური ქსელის ადმინისტრატორი, რომელიც საქართველოში თავისი პოსტების და იუმორის გამო ძალიან პოპულარული გახდა, ჩამოსვლის შემდეგ აეროპორტიდან კადრებს აქვეყნებს.
“ჩვენ უკვე აქ ვართ!“ – დაწერა ხავი დე ლა ოსასმა.
“დილამშვიდობისა საქართველო“ – და პირველი ფოტო გამოაქვეყნა .
ცოტა ხნის წინ კი ფოტო მცხეთიდან დადო:
“რა მენაღვლება?! ჯვარზეც ვიყავი, შავი და თეთრი არაგვიც ვნახე და ხვლიკისფერი სვეტიცხოველიც…”
ერთ-ერთ კომენტარში კი წერს:
“ჩემო ქართველო მეგობრებო, დაუჯერებელია ის სიყვარული რასაც თქვენგან ვიღებ და ჯერ მხოლოდ 1 დღეა რაც აქ ვარ.იმედია შევძლებ ყველას დაგიბრუნოთ ის სითბო რასაც ამჟღავნებთ ჩემ მიმართ”