მომზადების წესები:
გავრეცხოთ ქლიავი კარგად, გამოვკურკოთ და დავაწყოთ სინზე. დავალაგოთ მზეზე და გადავაფაროთ მარლა.დავტოვოთ მზეზე დაჩირებამდე.
უკვე დაჩირებული ქლიავი მჭიდროდ ავასხათ ძაფზე და ჩავდოთ მდუღარე წყალში, რომელშიც გახსნილი იქნება 2 ლიტრ წყალზე – 1 ჭიქა შაქარი და 3 სუფრის კოვზი მარილი. გავაჩეროთ ჩირი წყალში 2 წუთი, ამოვიღოთ ჩირი და გავაშროთ მზეზე.
შემდეგ კი შევინახოთ ქსოვილის ან ქაღალდის პარკში გრილ ადგილას.
წლებია ამ მეთოდით ვაკეთებ ჩირს და ჭია არასდროს გასჩენია.