შეხამება არსებობს რეცეპტები, რომლებმაც ყველა დროსა და გემოვნებას გაუძლეს. ასეთი გახლავთ ნამცხვარი “მედოკი” – თაფლისა და მოხარშული “სგუშონის” იდეალური შეხამება. თანამედროვე დედები ამ ნამცხვრით დღესაც ახარებენ ოჯახის წევრებს. გთავაზობთ ამ რეცეპტს.
დაგჭირდებათ:
კვერცხი-3
შაქარი – 1ჭიქა (200) გრამიანი
ვანილი
თაფლი-3ს.კ
კარაქი-100გრ
სოდა-1ჩ.კ (1ჩ.კ ძმარი)
ფქვილი-2,5 ჭიქა (+3/4 ჭიქა როცა გაცივდება ცომი)
კრემი:
კარაქი-200გრ
მოხარშული სგუშონი-2 ქილა
ვანილი.
ათქვიფეთ კარგად ოთახის ტემპერატურის კარაქი და თითო კოვზი დაამატეთ სგუშონი, ბოლოს ვანილი. ფირფიტების გვერდები ჩამოაჭერით და დაფხვენით. ეს ფხვნილი მოაყარეთ ზემოდან დაკრემილ მედოკს
მომზადების წესი:
ვაკეთებთ ორთქლის აბაზანაზე: კვერცხი+შაქარი. მუდმივად ვურევთ, სანამ შაქარი არ დადნება, ვამატებთ თაფლს, ისევ ვაცხელებთ მასას კარგად, ვამატებთ კარაქს, ვადნობთ მასაც, სოდა+ძმარი და ვურევთ, სანამ მასა ცოტა არ გასქელდება, უნდა გახდეს ცოტა წელვადი, სადღაც 10 წუთი, ვამატებთ ვანილს და ბოლოს ფქვილი. ფქვილთან ერთად ვურევთ 10 წუთის განმავლობაში.
გააცივეთ ცომი ბოლომდე. როცა კარგად გაცივდებ, გვჭირდება კიდე 1 ჭიქა ფქვილი, მაგრამ არა სავსე, დაახლოვებით 3/4, ვაბურთავებთ ამ ცომს ფქვილში და მერე 3 ნაწილად ვყოფთ. ვაცხობთ ფქვილ მოყრილ ლანგარზე. 200 გრადუსზე ვაცხობთ. ძალიან მალე ცხვება.