ჩაინიშნეთ, სცადეთ მომზადება და შეიყვარებთ“ – ჰაეროვანი მოხარშული კრემი მკითხველის რეცეპტით

რეცეპტი: ქეთი ხმალაძე

  • კვერცხის გული – 3 ც
  • შაქარი – 250.00 გ
  • გაცრილი ფქვილი – 150.00 გ
  • ვანილი – 1.00 შეკვრა
  • ვანილის პასტა ან სიმინდის სახამებელი – 1.00 ჩკ
  • რძე – 1.00 ლ
  • კარაქი – 250.00 გ
  • მომზადების წესი
  • რძე ჩავასხათ ქვაბში და შევათბოთ, მასში გავხსნათ შაქრის ნახევარი. დარჩენილი შაქრით, კვერცხის გულებით და ვანილის ფხვნილით ჯამში გავაკეთოთ ფუმფულა გოგლი-მოგლი. დავამატოთ ცოტა შემთბარი რძე და ფქვილი, მასა ძალიან კარგად გავხსნათ ხელის სათქვეფელით. წვრილი ნაკადით დავამატოთ დარჩენილი რძეც და ვურიოთ, ერთიანი მასის მიღებამდე. საჭიროების შემთხვევაში, გაზზე დადგმამდე და მოხარშვამდე, საცერშიც გავატაროთ. შემოვდგათ ნელ ცეცხლზე, მუდმივი მორევით მიგვყავს ადუღებამდე, პირველი ბუშტების გამოჩენისთანავე გამოვრთოთ და ცხელშივე ჩავადნოთ 50გრ. კარაქი და გავხსნათ კარგად. გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში, თავზე გადავაკრათ გრინი კრემთან კონტაქტში და გავაციოთ ბოლომდე. ცალკე ჭურჭელში, 7-8 წუთის განმავლობაში გათეთრებამდე გავთქვიფოთ 200გრ კარაქი და დავამატოთ ვანილის პასტა, შემდეგ თითო კოვზობით, აუჩქარებლად შევათქვიფოთ მოხარშულ-გაციებული რძის ფაფა. მაცივარში გავაჩეროთ 1-2 სთ. და არაჩვეულებრივი კრემიც