საოცრად ნაზი და არომატულია… უმარტივესად მზადდება” – თხილის კექსი ყავის მინანქრით

  • დარბილებული კარაქი – 150 გ
  • ყავისფერი შაქარი – 100 გ
  • კვერცხი – 4 ცალი
  • გახეხილი ან წვრილად დაჭრილი შავი შოკოლადი – 100 გ
  • დაფქული თხილი – 150 გ
  • ფქვილი – 150 გ
  • გამაფხვიერებელი – 1 სკ
  • გაგრილებული ხსნადი ყავა ან ესპრესო – 2 სკ
  • შაქრის პუდრი – 75 გ
  • გახეხილი შოკოლადი
  • მომზადების წესი ფქვილში ავურიოთ გამაფხვიერებელი. კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, ფქვილისა და გამაფხვიერებლის ნარევი, დაფქული თხილი, გახეხილი შოკოლადი და ვანილი, მოვათავსოთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ნამცხვარი რომ გამოცხვება, შევაგრილოთ და ამოვიღოთ ფორმიდან. შაქრის პუდრი კარგად ავურიოთ ყავაში, სანამ ერთგვაროვან მასად იქცევა და კექსს მოვასხათ. ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი.