აზერბაიჯანში, “ამორალური კონტენტის” გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს

OC Media-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბოლო სამი თვის განმავლობაში, 60-ზე მეტი ტიკტოკერი დააკავა, ან დაიბარა განყოფილებაში, “ამორალური შინაარსის მასალის“ გამოქვეყნების გამო.

ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე ადამიანების დასახმარებლად.

სულეიმანოვი პოლიციაში დაიბარეს, სავარაუდოდ, TikTok-ზე ვიდეოს გამოქვეყნების გამო, სადაც ურთიერთობებსა და სექსუალობაზე საუბრობს.

ფარიზ ნამაზლიმ, აზერბაიჯანელმა ადამიანის უფლებათა დამცველმა, თქვა, რომ დაკავებები და გამოძახებები “ხალხის სიტყვის თავისუფლების აღკვეთას” ისახავს მიზნად და ამტკიცებს, რომ ბრალდებები, რომლითაც ტიკტოკერები დააკავეს, გაურკვეველი და ბუნდოვანი იყო.

“მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამა თუ იმ სიტუაციის თავიდან ასარიდებლად, აცხადებდა, რომ ზოგიერთი პირისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისრებინათ, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რომელი მუხლით უნდა მისცემოდნენ პასუხისგებაში”, — უთხრა ნამაზლიმ OC Media-ს.

“ვფიქრობ, ამ ადამიანებს პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ სრულიად განსხვავებული სტანდარტების შესაბამისად, ყველაფერი ხდება ხალხის სიტყვის თავისუფლების აღკვეთისა და მათი დაშინების მიზნით”.