ფეისბუქმომხმარებლები წერენ, რომ მათი პირადი თუ ოფიციალური გვერდებიდან მასიურად იშლება სხვადასხვა დროს დადებული პოსტები.
“სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი წერს, რომ საქართველოს სასამართლოს გუშაგს წაუშალეს 60-მდე პოსტი, სადაც გაზიარებული ჰქონდათ სტატიები courtwatch. ge-დან.
“გუშინ ჩვენ, ანუ საქართველოს სასამართლოს გუშაგს, წაგვიშალეს ორივე ფეიჯზე 60-მდე პოსტი, სადაც გაზიარებული გვქონდა სტატიები courtwatch. ge-დან.ახლა ამ ბმულს რომ ვწერ, სფეისი გავაკეთე, თორემ საერთოდ აღარ მაძლევს მისი მითითების საშუალებას ისე, როგორც საიტის მისამართიაზოგიერთი სტატია 2022 წელს იყო დაწერილი.მიზეზად კიბერუსაფრთხოებას წერს ფეისბუქი.გარდა ამისა, სასამართლოს მონიტორინგის მოხალისეთა შიდა ჯგუფი გვაქვს და იქაც წაიშალა გარკვეული პოსტები, რომელიც მხოლოდ საორგანიზაციო საკითხებს ეხებოდა.” წერს ჯანეზაშვილი.