რუსული მედიის ინფორმაციით, ქართული წარმოშობის რუსმა ვარსკვლავმა გრეგორი ლეპსმა საზოგადოებას თავისი საცოლე წარუდგინა. ერთ-ერთ მუსიკალურ დაჯილდოებაზე 61 წლის ახალგაზრდა გოგონასთან ხელჩაკიდებული მივიდა. როდესაც ჰკითხეს, იყო თუ არა ის მისი საცოლე, რომელზეც ბოლო დროს ბევრს საუბრობდა, მომღერალმა აღიარა, რომ გადაწყვეტილება ბოლომდე არ მიუღია, თუმცა სავარაუდოდ კი.
როგორც ადგილობრივმა მედიამ გაარკვია, ლეპსის საყვარელი ქალი, 18 წლის ავრორა კიბაა. გოგონა სრულწლოვანი თებერვალში გახდა და დაბადების დღე დუბაიში აღნიშნა.
ბოლო თვეების მანძილზე სოციალურ ქსელში კიბა ხშირად აქვეყნებდა ყვავილების ფოტოებს, რომელსაც მისი თქმით, თაყვანისმცემელი უგზავნიდა
კაცები არ ამბობენ “მომწონხარ” და არ გეკითხებიან, რომელი ყვავილები მოგწონს, კაცები აკეთებენ ამას”, – წერდა ხუთ უზარმაზარ თაიგულთან მდგარი გოგონა.
18 წლის ავრორა მდიდარი ოჯახიდან არის, რუსული მედია მას ახლა გრეგორი ლეპსის საცოლეს ეძახის.
მაისის ბოლოს ავრორამ კიდევ ერთი ყვავილებიანი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ თაყვანისმცემელმა მისი სიმაღლის სამი თაიგული აჩუქა. რამდენიმე დღეში კი ფოტო საქორწინო ბეჭდით, რომელიც მარჯვენა ხელზე ეკეთა.
მედიის ცნობით, წყვილი სავარაუდოდ საერთო კამპანიაში შეხვდნენ, რადგან გოგონას მშობლებს, უძრავი ქონება აქვთ Forte dei Marmi-ში, სადაც მომღერალსაც აქვს სახლი.