“არავის რჩევას არ ვითვალისწინებ ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით, ჩემი შვილები არიან და მე როგორც ვგრძნობ, ისე ვზრდი – ძალიან თავისუფლად” – რუსკა მაყაშვილი

რუსკა მაყაშვილმა თავისი აღზრდის მეთოდებზე ისაუბრა გადაცემა “იმუნიტეტში”, რომელსაც 3 წლის კატოსა და 6 წლის ილიასთან ერთად სტუმრობდა. ითვალისწინებს თუ არა დედის რჩევებს აღზრდასთან დაკავშირებით ან რა რეცეპტი აქვს ბავშვებთან ურთიერთობის. რუსკას ადრეც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ბავშვებს თავისუფლად ზრდის, ზედმეტი სიმკაცრის გარეშე და ახლაც დაადასტურა ეს ფაქტი.

“არავის რჩევას არ ვითვალისწინებ აბსოლუტურად, იმიტომ, რომ ჩემი შვილები არიან და მე როგორც ვგრძნობ, ისე ვზრდი. ძალიან თავისუფლად, მაქსიმალურად მათ კომფორტზე ვარ მორგებული. ჩაცმა-დახურვას რაც შეეხება, ფაქტობრივად ტიტვლები გაიზარდნენ. ქუჩაში მაჩერებენ – ჩააცვი, არ გაცივდეს. რა თქმა უნდა, ესეც არ მოქმედებს, პირიქით, მაქსიმალურად მშვიდად და წყნარად ვუდგები მათ აღზრდას. ილია ოდნავ გართულებულია, თუმცა კატო ძაან კომფორტულია ამ მხრივ, რასაც ვთხოვ, ყველაფერს მისრულებს… შესანიშნავი კომუნიკაცია გვაქვს და სულ ვამბობ, რომ მოუსწრებელი საქმე არ არსებობს და ყოველთვის შეიძლება შვილებთან დროის გატარება, როცა ეს გინდა. ვცდილობ ხშირად ვიყოთ ერთად. თეატრშიც დამყავს გაჩენის დღიდან. სანდროს მოჰყავდა ხოლმე, როცა ბუნებრივ კვებაზე იყო და შესვენებებზე ვაჭმევდი.