საბარგულში ვიყავი 16 საათი, 4 წლის შვილი დავტოვე და ისე წავედი ათენში… იქ  შანტაჟის მსხვერპლი აღმოვჩნდი ბერძენი ადამიანისგან” – ქართველი ემიგრანტის რთული გზა

ემიგრაციის გზას 2010 წელს და­ად­გა: სა­ბერ­ძნეთ­ში წა­ვი­და, თა­ნაც, ავ­ტო­ბუ­სის სა­ბარ­გულ­ში მჯდა­რი და სა­ბო­ლო­ოდ, 11 წელი გა­ა­ტა­რა იქ. ალ­ბათ გა­სა­გე­ბია, რომ ამ არ­ჩე­ვანს არ აკე­თე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ულ­ხინთ, მით უმე­ტეს, თუ სამ­შობ­ლო­ში მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის და­ტო­ვე­ბაც უწევთ… მაგ­რამ ბევ­რი ქა­ლის მსგავ­სად, თა­ვი­სი ბი­ჭუ­ნას ნა­თე­ლი მო­მავ­ლის გამო, ზიტა ხო­რა­ვა­მაც რკი­ნის ქა­ლამ­ნე­ბი ჩა­იც­ვა და დღეს მი­იჩ­ნევს, რომ ეს რის­კი გა­მარ­თლე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა…

– რთუ­ლი გზის გავ­ლა მო­მიხ­და. სა­ბარ­გულ­ში ვი­ყა­ვი 16 სა­ა­თი, მაგ­რამ ამა­ზე მე­ტად იმას ვდარ­დობ­დი, რომ შინ 4 წლის შვი­ლი დავ­ტო­ვე. თვალ­წინ მედ­გა, რო­გორ მამ­ხნე­ვებ­და ეს თი­თის­ტო­ლა ბავ­შვი: დე­დი­კო, მე არ ვი­ტი­რებ, შენ წა­დიო…

– მე­უღ­ლე?

– მას­თან და­შო­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ამის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი ღა­ლა­ტი გახ­ლდათ: აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩემი შვი­ლის მა­მის­გან სხვა ქალი ბავ­შვს ელო­დე­ბო­და…

– პრო­ფე­სი­ით ვინ ხართ?

ის­ტო­რი­კო­სი ვარ. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სწავ­ლა ას­პი­რან­ტუ­რა­სა და სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­შიც გა­ვაგ­რძე­ლე, მაგ­რამ მერე თა­ვის და­ნე­ბე­ბა მო­მიხ­და, რად­გან შვილს რჩე­ნა, მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა სჭირ­დე­ბო­და. ერთ-ერთ კერ­ძო გიმ­ნა­ზი­ა­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლად, თით­ქმის 2 წელი ვი­ყა­ვი იქ. ერთი პე­რი­ო­დი მე­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურ­შიც ვმუ­შა­ობ­დი, სა­დაც მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნის წყა­ლო­ბით და­მა­საქ­მეს: როცა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, პი­რა­დად შევ­ხვდი მას და დახ­მა­რე­ბა ვთხო­ვე. ხელი გა­მი­მარ­თა. მე­რი­ამ ფუ­ლიც კი და­მი­რი­ცხა, რომ მარ­ტო­ხე­ლა დე­დას ბინა და­მე­ქი­რა­ვე­ბი­ნა. “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პარ­ტია” მა­შინ ახა­ლი აღორ­ძი­ნე­ბუ­ლი იყო და მათი იმე­დი ყო­ველ­თვის მქონ­და. და­უყ­ვედ­რებ­ლად მომ­ცეს თავ­შე­სა­ფა­რი, სამ­სა­ხუ­რი.

მა­ნამ­დე, 90-იან წლებ­ში მახ­სოვს ის სიმ­წა­რე, რაც ბევ­რმა გა­მო­ი­ა­რა. ჩხო­რო­წყუს რა­ი­ო­ნი­დან ვარ. სო­ხუ­მი რომ და­ე­ცა და მერე სა­მო­ქა­ლა­ქო ომი და­ი­წყო, მხედ­რი­ო­ნე­ლე­ბის პარ­პა­ში ჩვენს სო­ფელს ცუ­დად და­ა­მახ­სოვ­რდა. თვალ­წინ კად­რე­ბად მიდ­გას, მათ რომ ვე­მა­ლე­ბო­დით ხოლ­მე. ოჯა­ხებ­ში შე­მო­დი­ოდ­ნენ და ძა­ლი­ან ცუ­დად იქ­ცე­ოდ­ნენ. ერთხელ ჩემი მშობ­ლე­ბი და­ა­ბეს და ხელ­ყუმ­ბა­რის აფეთ­ქე­ბაც სურ­დათ. მა­შინ გა­დავ­რჩით, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან ვერ ამო­ვიგ­დეთ… მერე იყო უმუ­შევ­რო­ბა. 4 დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვით და მამა ჩვენ გამო თურ­ქეთ­ში წა­ვი­და, მაგ­რამ იქ მთი­დან და­გორ­და და თა­ვის ქალა და­ი­ზი­ა­ნა, თით­ქმის და­ინ­ვა­ლი­დე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და. მას მერე ზა­ფხულ­ში ბავ­შვე­ბი ფი­ზი­კუ­რად ვმუ­შა­ობ­დით, მცი­რე­ო­დე­ნი თან­ხა რომ გვე­შო­ვა და თუნ­დაც სტუ­დენ­ტებს, ჩვე­ნი ბი­ნის ქირა შეგ­ვეგ­რო­ვე­ბი­ნა. ფი­ზი­კუ­რად გვი­წევ­და მუ­შა­ო­ბა, სა­კუ­თა­რი თავი და ოჯა­ხი რომ გვერ­ჩი­ნა და დედ-მა­მას დავ­ხმა­რე­ბო­დით. ოთხი­ვე უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის ვიბ­რძო­დით, არ ვჩერ­დე­ბო­დით, ვშრო­მობ­დით და წინსვლა­ზე ვფიქ­რობ­დით. ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ გავძლი­ერ­დი, გა­ვუ­ძე­ლი ბევრ სტრესს, ოჯა­ხის დან­გრე­ვას, არე­უ­ლო­ბას – პო­ლი­ტი­კურს თუ შიდა ოჯა­ხურს მერე ემიგ­რა­ცი­ის გზა­საც და­ვა­დე­ქი, რად­გან მი­ზე­რულ ხელ­ფასს ვე­რაფ­რით ვა­ნა­წი­ლებ­დი ქი­რა­ზე, საჭ­მელ­ზე, სხვა სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე… ყვე­ლა­ფერს ვე­ღარ გა­ვუმკლავ­დი. ერთ დღე­საც დე­დამ მირ­ჩია, ბავ­შვს და­ვი­ტო­ვებ და სად­მე წადი, ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მა რომ შეძ­ლოო. ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­და­სა­წყვე­ტი იყო ეს ჩემ­თვის, მე­გო­ნა, სხვა სამ­ყა­რო­ში უნდა გა­დავ­ბარ­გე­ბუ­ლი­ყა­ვი ბავ­შვის გა­რე­შე… მაგ­რამ ვი­ფიქ­რე, რომ ძლი­ე­რი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და მის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­მე­კე­თე­ბი­ნა. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ გა­დავ­დგი ეს ნა­ბი­ჯი. ალ­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, უფრო და­ვი­ჩაგ­რე­ბო­დი, სუ­ლი­ე­რად და­ვე­ცე­მო­დი. შვი­ლი ჩემს დედ-მა­მა­სა და ძმას­თან დავ­ტო­ვე… ათენ­ში ისე წა­ვე­დი, მხო­ლოდ ერთი სი­ტყვა ვი­ცო­დი ბერ­ძნუ­ლად, მაგ­რამ მა­ინც მო­ვა­ხერ­ხე ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მა.

– იქ გე­გუ­ლე­ბო­დათ ვინ­მე?

შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვი, რო­მე­ლიც მარ­თლა ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა… თა­ვი­დან იქა­უ­რო­ბას­თან შე­გუ­ე­ბა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. ასე მე­გო­ნა, წყალს და საჭ­მელს სხვა გემო ჰქონ­და. უნდა გე­ნა­ხათ, რო­გორ გა­ვოც­დი, როცა ერთ დი­ლას ჩი­ტე­ბის ჭი­კ­ჭი­კი გა­ვი­გო­ნე: ვა­ი­მე, ჩი­ტე­ბი კი ნამ­დვი­ლად ისე ჭი­კ­ჭი­კე­ბენ, რო­გორც ჩემს სამ­შობ­ლო­ში-მეთ­ქი (იცი­ნის). მერე ვა­დაპ­ტირ­დი გა­რე­მოს­თან. როცა მუ­შა­ობ, დროც უფრო მალე გა­დის.

– ახლა უამ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა, ოჯახს და­უ­კავ­შირ­დე, მა­შინ კი კონ­ტაქ­ტის პრობ­ლე­მაც იქ­ნე­ბო­და…

– მახ­სოვს, ინ­ტერ­ნეტ­კა­ფე­ში მივ­დი­ო­დით ხოლ­მე. წი­ნას­წარ იცოდ­ნენ, რო­დის შევ­ძლებ­დი “ომო­ნი­ა­ზე” მის­ვლას, სა­დაც ქარ­თვე­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და რიგ­ში ვდგე­ბო­დი, რომ ოჯახს დავ­კავ­ში­რე­ბო­დი. ხან­გრძლი­ვი ლო­დი­ნის შემ­დეგ მო­ვი­დო­და შენი ჯერი და შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, ამა­სო­ბა­ში რა­ი­ონ­ში შუქი გა­თი­შუ­ლი­ყო. ჰოდა, გული გწყდე­ბო­და, რომ თვე­ში ერთხელ მო­ცე­მუ­ლი შან­სი ვერ გა­მო­ი­ყე­ნე, ოჯახს ვერ და­ე­ლა­პა­რა­კე… ან ქუ­ჩის ტე­ლე­ფო­ნი­დან ვცდი­ლობ­დი მათ­თან და­კავ­ში­რე­ბას და ვიდ­რე მე­ზო­ბე­ლი მათ და­უ­ძა­ხებ­და და ყურ­მილ­თან მო­ვი­დოდ­ნენ, მე ბა­ლან­სი ამო­მე­წუ­რე­ბო­და… სა­ბედ­ნი­ე­როდ, ახლა ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მა არ არის. ნე­ბის­მი­ერ დროს შე­გიძ­ლია საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ი­კი­თხო.

– რამ­დე­ნი სამ­სა­ხუ­რი გა­მო­იც­ვა­ლეთ სა­ბერ­ძნეთ­ში?

ვმუ­შა­ობ­დი ბე­ბი­ებ­თან, ბავ­შვებ­თან, ასე­ვე ქარ­თულ სა­ცხობ­ში მცხო­ბე­ლად, ზა­ფხულ­ში ტუ­რის­ტულ კუნ­ძულ­ზე – სას­ტუმ­რო­ში. ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა მომ­წონ­და. ბევრ ქარ­თველ გო­გოს, რო­მელ­საც ენის ბა­რი­ე­რი ჰქონ­და, სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა­ში დავ­ხმა­რე­ბი­ვარ და ეს მსი­ა­მოვ­ნებ­და. ხში­რად 17 სა­ა­თი ვმუ­შა­ობ­დი. მარ­თლა არ ვიცი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა ფი­ზი­კუ­რად ამ­დე­ნი იმუ­შა­ოს, თან იქ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რაა და ზოგ­ჯერ ოთახ­ში გულ­წა­სულს მპო­უ­ლობ­დნენ. თუმ­ცა, როცა რა­ღაც ძა­ლი­ან გინ­და, უკან და­ხე­ვა არ გა­მო­დის.

– ამ 11 წლის მან­ძილ­ზე სამ­შობ­ლო­ში ჩა­მოს­ვლას ახერ­ხებ­დით?

– სა­ა­მი­სოდ სა­ბუ­თი მჭირ­დე­ბო­დი, რო­მე­ლიც დიდი წვა­ლე­ბის შემ­დეგ მო­ვი­პო­ვე. ამის შემ­დეგ ვა­ხერ­ხებ­დი ხოლ­მე წე­ლი­წად­ში ერთხელ ჩა­მოს­ვლას ან ჩემი შვი­ლი მიმ­ყავ­და ერთი კვი­რით მა­ინც. შე­მეძ­ლო სა­ცხოვ­რებ­ლა­დაც იქ გა­და­მეყ­ვა­ნა, მაგ­რამ ასე არ მო­ვი­ქე­ცი. სულ მინ­დო­და, მას გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, თა­ვის სამ­შობ­ლო­ში მი­ე­ღო და თუ მერე გა­და­წყვეტს სად­მე სხვა­გან წას­ვლას, ეს მისი არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა. მე მი­ვე­ცი ქარ­თუ­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი და ჩემი აზ­რით, სწო­რი გა­ნათ­ლე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევრ პრობ­ლე­მას­თან მო­უხ­და გამ­კლა­ვე­ბა, დედ-მა­მის სით­ბო აკ­ლდა, კარგ ქარ­თვე­ლად და ვაჟ­კა­ცად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რაც მა­ბედ­ნი­ე­რებს.

– 2021 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტეთ…

კი, ასე მოხ­და. ამის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ის იყო, რომ შან­ტა­ჟის მსხვერ­პლი აღ­მოვ­ჩნდი ბერ­ძე­ნი ადა­მი­ა­ნის­გან, რო­მელ­საც თა­ვის დრო­ზე ვენ­დე. ის გა­მუდ­მე­ბით მა­შან­ტა­ჟებ­და, მე­მუქ­რე­ბო­და დე­პორ­ტა­ცი­ით, სიკ­ვდი­ლი­თაც. ფულს მძა­ლავ­და და იმ დო­ნემ­დე მი­მიყ­ვა­ნა, რომ და­მამ­შვი­დებ­ლე­ბის მი­ღე­ბა დამ­ჭირ­და. ბო­ლოს ექიმ­მა გა­მაფრ­თხი­ლა, – იცო­დე, ამ პრე­პა­რა­ტებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ გახ­დეო… არა­და, მე ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არც ალ­კოჰოლს იღებს და არც სი­გა­რეტს ეწე­ვა. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სის ქვეშ ვი­ყა­ვი და ამას ვე­ღარ გა­ვუ­ძე­ლი, წა­მო­ვე­დი…

ვი­ფიქ­რე, წა­ვალ სა­ქარ­თვე­ლო­ში, იქ­ნებ რამე ბიზ­ნე­სი წა­მო­ვი­წყო და შვილ­თან მა­ინც ვიქ­ნე­ბი-მეთ­ქი, მაგ­რამ არ გა­მო­ვი­და… ჩემს სამ­შობ­ლო­ში შიშ­მა შე­მი­პყრო. შიშ­მა უი­მე­დო­ბის, ხვა­ლინ­დე­ლი დღის… ამ ყვე­ლა­ფერს ისიც და­ე­მა­ტა, რომ თა­ვის დრო­ზე მე ჩემს რა­ი­ო­ნე­ლებს ვეხ­მა­რე­ბო­დი, რო­გორც “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” მხარ­დამ­ჭე­რი და ახლა პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბაც ძალ­ზე და­ძა­ბუ­ლია… ის, რაც დღეს ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, გულს გიკ­ლავს ადა­მი­ანს: მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სე­ბი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გამო ადა­მი­ა­ნის მოკ­ვე­თის მცდე­ლო­ბა… მივ­ხვდი, იქ დიდ­ხანს ვერ გავ­ჩერ­დე­ბო­დი და 2021 წლის დე­კემ­ბრის ბო­ლოს ჯერ პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, ლი­სა­ბონ­ში წა­ვე­დი, იქი­დან კი გერ­მა­ნი­ა­ში, მაგ­რამ იქ არ მიშ­ვე­ლა ბერ­ძნულ­მა სა­ბუთ­მა, მხო­ლოდ სამი თვე თუ დავ­რჩე­ბო­დი. ასე რომ, სხვა გზა არ იყო – ამე­რი­კა­ში წა­მოს­ვლა გა­დავ­წყვი­ტე,მექსიკის გზით.

– როგორც ამბობენ, ეს რთული გზაა.

– კი, ის მდინარე გადავლახე, სადაც ნიანგები ბინადრობენ და ზურგს უკან ტყვიების ზუზუნი მეც მესმოდა… გავიარეთ ქვიშის უდაბნოც. გადამყვანებმა წინასწარ გაგვაფრთხილეს, რაც შეიძლება სწრაფად გაიქეცით, თორემ მექსიკელი პოლიციელები საშიშები არიან. თუ დაინახეს, რომ გარბიხარ, შენი მოკვლის უფლებაც აქვთო. მდინარე როგორ გადავლახე, არ მახსოვს, მაგრამ იქ ქალს ბავშვი ჩაუვარდა წყალში. ხალხმა ეს დაინახა, მაგრამ არავინ დაეხმარა. მისკენ რომ წავედი, ქართველები მიყვიროდნენ, რას აკეთებ, თავს უშველეო. წამოდგომაში მივეხმარე, მაგრამ მერე რა ბედი ეწია, არ ვიცი. როცა ამერიკელი პოლიციელები დავინახე, ისე გამიხარდა, მაშველები მოდიან-მეთქი… თავაზიანად იქცეოდნენ. დიდება უფალს, შეიძლება იმდენად მინდოდა ამერიკაში ყოფნა, რომ შვება ვიგრძენი და ციხეც კი კარგ ადგილად მომეჩვენა (იცინის). თუმცა, იმ ადგილს ციხესაც ვერ დავარქმევ. იქ მხოლოდ 22 საათი გავატარე. კარგი სიტუაცია იყო. რომ შეგვიყვანეს, რიგში ჩავდექით და ყველაფერი დაგვატოვებინეს, რაც გვქონდა. პასპორტი, ტელეფონი ჩაიბარეს, მერე ავტობუსით 2 საათი გვამგზავრეს. როცა გარკვეულ ადგილას მიგვიყვანეს, იქ რაღაცაზე მოგვაწერინეს ხელი, სპონსორების კოორდინატები ჩაიწერეს, წყალი, სენდვიჩები მოგვცეს. შემდეგ შეგვიყვანეს დიდ დარბაზში, რომელიც გადატიხრული იყო სქელი ცელოფანებით. იატაკზე ყველას თავისი საწოლი ჰქონდა მოწყობილი. მოგვცეს საჭმელი, ჰიგიენური ნივთები… იმ საღამოს მშვიდად დამეძინა. ყოველ 5 საათში შემოდიოდნენ და აწესრიგებდნენ, ალაგებდნენ იქაურობას. ერთხელ ვიღაც შემოვიდა და სახელი წაიკითხა. ერთმა გოგომ თავის სახელს მიამსგავსა და გაჰყვა გახარებული, ეტყობა მიშვებენო. აღმოჩნდა, რომ სხვას ეძახდნენ. მერე კიდევ სხვა გაჰყვა, მაგრამ ისიც უკან მობრუნდა… ბოლოს მე მითხრეს, – მგონი, შენ გეძახიანო. – ასე მალე ვინ გამომიძახებს-მეთქი? თუმცა, როცა დავრწმუნდი, რომ ჩემზე იყო ლაპარაკი, გოგონებს დავემშვიდობე. გული კი დამწყდა, მათ რომ ვტოვებდი, ისინი ხომ იქ ჩემზე დიდხანს იყვნენ.

– როგორ ფიქრობთ, თქვენ რომ გაგიმართლათ, ეს კარგი სპონსორის დამსახურება იყო?

კი, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ არის შენი სპონსორი: როგორი სახელი და მატერიალური მდგომარეობა აქვს, მუშაობს თუ არა, გადასახადებს როგორ იხდის… ერთი სიტყვით, გარეთ კი გამოვედი, მაგრამ არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. ის ადამიანი, ვინც დამპირდა, ოღონდ ჩამოდი და პრობლემა არ იქნებაო, საერთოდ არ გამოჩნდა: ახლა ვერ დაგეხმარები, სხვა შტატში ვარო… სასტუმროში გავატარე 2 დღე და მერე სოციალური ქსელის წყალობით ვიპოვე ოთახი, რომელიც რამდენიმე ადამიანს ერთდროულად ჰქონდა დაქირავებული, ასე ნაკლები ხარჯი მექნებოდა. მერე კეთილი ადამიანების დახმარებით ვიშოვე სამსახურიც და მას მერე ამ ოჯახში ვარ. ადვოკატიც ავიყვანე.

– ადვოკატის აყვანა ყველა ახალჩასულისთვის აუცილებელია?

– როცა ე.წ. ციხიდან გამოგიშვებენ, ფეხზე ერთგვარ სამაჯურს შეგაბამენ და გარკვეული რადიუსის იქით წასვლის უფლება არ გაქვს. ეს სამსახური ჩემს ლოკაციასთან ახლოს იყო და ამაში გამიმართლა. ადვოკატი ავიყვანე, რადგან მითხრეს, საემიგრაციოში რომ გამოგიძახებთ, დაგჭირდება ადვოკატის დახმარება, მერე სასამართლოები გექნებაო. ამ ადვოკატის წყალობით უკვე ავიღე ე.წ. სოუშელი, მივიღე მუშაობის უფლება, ბინა შევიცვალე და აქ მართვის მოწმობაც კი ავიღე. არადა, ბავშვობაში მანქანა დამეჯახა და შიშები მქონდა. არ ვიცი, რა გითხრათ, ამერიკაში ბევრი რამ გადავაფასე და შიშიც დავძლიე. ის შესაძლებლობები მომეცა, რომელსაც სულ ვეძებდი. ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, დალაგება, სისუფთავე და ხალხს ამით სიამოვნებას ვანიჭებ. როცა სხვაზე ვზრუნავ, ეს სამყაროსგან ყოველთვის კარგად მიბრუნდება… ჩემმა შვილმა სკოლა რომ დაამთავრა და უნივერსიტეტში ჩააბარა, ეს მაბედნიერებს. ცუდი მხოლოდ ის არის, რომ არ ვიცი, როდის დავბრუნდები სახლში.

3498f55b-2715-4f29-9832-b0330d294fe7-1723992933.jpg

– ბევრი ადამიანი ემიგრანტ მშობლებს საყვედურობს, თქვენ შვილებს მოაკელით მატერიალურზე მნიშვნელოვანი რამ, დედის სითბო და ამის გამო არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ მათგან სიცივეს იგრძნობთო. რას ეტყვით ასეთ ადამიანებს?..

– ჯერ ერთი, არავინ იცის, ცხოვრებაში როდის რა გადაწყვეტილების მიღება დასჭირდება და სხვისი გაკიცხვა არაა სწორი საქციელი. მეორეც: შეიძლება შორს იყო, მაგრამ შვილი შენს სითბოს, სიყვარულს მაინც გრძნობდეს. დიახ, როცა ემიგრაციის გზას დავადექი, მე გავრისკე, მაგრამ მადლობა უფალს, ჩემი რისკი გამართლებული აღმოჩნდა. ვაჟი მყავს. შეიძლება გამუდმებით არ მირეკავს იმისთვის, რომ სიყვარული მაგრძნობინოს, მაგრამ მერწმუნეთ, ის იმდენ სითბოს მიგზავნის, რომ მაძლიერებს, სტიმულს მაძლევს. მიმოწერა მქონდა მის მასწავლებლებთან და ისინი მართლა ყოველთვის მადლობას მეუბნებოდნენ, ძალიან ზრდილობიანი, კარგი შვილი გყავთო. სულ თვალებში მიყურებს, რამე არ მეწყინოს და როცა ჩემთვის მნიშვნელოვან ამბებს ვუზიარებ, ყოველთვის მხარს მიჭერს. შენ გაქვს უფლება, ბედნიერი იყოო, – სულ ამას მეუბნება. არასდროს მთხოვს ფულს. თუ რამის გაგზავნა მინდა, – ჯერ ხომ მაქვს, არ გინდაო. დედაჩემმა მითხრა ერთხელ, ფეხსაცმელს რომ ვრეცხავდი, ვნახე, წინ ახეულივით არისო. დავურეკე, ბათინკები რომ გაგფუჭებია, რატომ არ მითხარი-მეთქი? – არა უშავს, რა მოხდა მერე? რომ გაშრება, წებოთი დავაწებებ და ეგ არისო. კარგი შვილია, მადლობა უფალს. გული მწყდება მხოლოდ იმის გამო, რომ არ გაჰყვა ცეკვას და სიმღერას, რაც კარგად გამოსდიოდა. ესეც, მორიდებულობის გამო. მას ძალიან აფასებენ მეგობრები, მთელი სოფელი. მისგან არაფერი მინდა, მთავარია ჯანმრთელად იყოს და პატიოსნებით გაიტანოს თავი.დაბოლოს, რა გასწავლათ სამშობლოდან შორს ცხოვრებამ?

– იცით, მართლა ძალიან რთული ცხოვრება გამოვიარე, 2 ქვეყანაში მაქვს საშიშროება: ერთში კონკრეტული ადამიანის, მეორეში – პოლიტიკური ორომტრიალის გამო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ ყველაფერმა ისე გამაძლიერა, სირთულეები აღარ მაშინებს.

საყვარელი ადამიანებისა და ჩემი უკეთესი მომავლის გამო თითქოს მთების გადადგმაც კი შემიძლია. ვისწავლე, რომ საკუთარ ოცნებებზე უარი არასდროს უნდა თქვა და აუცილებლად დააფასო ის ადამიანები თუ ქვეყანა, რომელიც მიგიღებს, გზაზე დაგაყენებს, გულში ჩაგიკრავს.