დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და შეუპოვარი თხის რქის, მთვარე კი ერთგული და საიმედო კუროს ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

გონებისა და ინტელექტის მმართველი პლანეტის – მერკურის 28 იანვრამდე თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, დისციპლინას და ორგანიზებულობას, პრაგმატულობას და შეუპოვრობას, მეორეს მხრივ, სიჯიუტეს და სიხისტეს, უკმეხობას და უტაქტობას გააძლიერებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყებისთვის. 

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყვითელი, თიხისფერი და ყავისფერი, ასევე აქატი, მარჯანი, ზურმუხტი, ქრიზოპრაზი და მალაქიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, კირჩხიბისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.