საშინელება ხდება… გადამწვარია სახლები, ჯერჯერობით ცეცხლი ჩვენამდე ვერ აღწევს” – რას ჰყვება ქართველი, რომელიც მასშტაბური ხანძრის კერიდან რამდენიმე კილომეტრში იმყოფება

ლოს-ან­ჯე­ლეს­ში მძვინ­ვა­რე ტყის ხან­ძარს სულ მცი­რე ხუთი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ხან­ძრის გამო ასო­ბით სახ­ლი და სხვა ნა­გე­ბო­ბა გა­ნად­გურ­და.

ხან­ძრის ჩაქ­რო­ბის ოპე­რა­ცი­ებს ძლი­ე­რი ქარი აფერ­ხებს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის თქმით, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ხან­ძრის 5 სხვა­დას­ხვა კე­რაა და ამ დრო­ის­თვის ყვე­ლა მათ­გა­ნი 0%-ითაა შე­კა­ვე­ბუ­ლი.

ლოს-ან­ჯე­ლე­სის სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, კრის­ტინ კრო­უ­ლის გან­ცხა­დე­ბით, მე­ხან­ძრე­ებს პრობ­ლე­მე­ბი აქვთ წყლის წნე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. AccuWeather-ის შე­ფა­სე­ბით, სტი­ქი­ის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზა­რა­ლი 50 მი­ლი­არდ დო­ლარს აჭარ­ბებს.

შო­რე­ნა ქე­ბუ­რია, რო­მე­ლიც ჰო­ლი­ვუდ­ში (ლოს-ან­ჯე­ლე­სის უბა­ნი (კა­ლი­ფორ­ნია, აშშ) მე­უღ­ლეს­თან ცხოვ­რობს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

“გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ხან­ძა­რია ლოს ან­ჯე­ლე­სის რამ­დე­ნი­მე ოლ­ქში ერ­თდრო­უ­ლად. ჩვენ­თან მშვი­დო­ბაა, ცე­ცხლი ვერ მო­აღ­წევს ჩვე­ნამ­დე. ხან­ძარ­მა სამ­წუ­ხა­როდ სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა რამ­დე­ნი­მე ოლქს, გა­დაწ­ვა სახ­ლე­ბი და სხვა და სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, გა­უ­ჩე­რებ­ლად ხდე­ბა ხალ­ხის ევა­კუ­ა­ცია, ძლი­ე­რი ქა­რის გამო ჩნდე­ბა ახალ-ახა­ლი კერა, სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა”.

ქარ­თვე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ­გან 15 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბი­თაა მდიდ­რუ­ლი ვი­ლე­ბი, რო­მე­ლიც ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს ეკუთ­ვნით და რო­მე­ლიც ხან­ძარ­მა გა­ა­ნად­გუ­რა:

ძი­რი­თა­დად მათი სახ­ლე­ბი და­იწ­ვა. ჰო­ლი­ვუდ ჰილ­სის ხან­ძა­რი ჩვენ­გან 5 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბი­თაა, და­ახ­ლო­ე­ბით.

– თქვენ­თან ევა­კუ­ა­ცია გა­მო­ცხად­და?

– ჩვენ­თან ჯერ არა, არ სა­ჭი­რო­ებს, მაგ­რამ ჰო­ლი­ვუდ ჰილ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მო­ცხად­და. ჩემი მე­უღ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი ცხოვ­რობს ჰო­ლი­ვუდ ჰილსში და გა­აფრ­თხი­ლეს უკვე.

ჩვენ­თან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა, სიმ­შვი­დეა ამ მხრივ, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან ღე­ლა­ვენ. გუ­შინ მთე­ლი დღე ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ქარი იყო, ხე­ე­ბიც კი მოგ­ლი­ჯა და ამან კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რა ხან­ძა­რი, დღეს კი­დევ ახა­ლი კე­რე­ბიც გაჩ­ნდა. დღეს ქარ­მა და­იკ­ლო, ოღონდ სულ არ ჩამ­დგა­რა. ამ სა­ღა­მოს რა იქ­ნე­ბა კი არ ვიცი, ვა­რა­უ­დო­ბენ ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბას.

– ოჯა­ხი არ აპი­რებთ სად­მე გა­დას­ვლას?

– არა არ ვა­პი­რებთ, აქ საფრ­თხე არ არის ჯერ და თუ ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვლე­ბა, რა თქმა უნდა გა­და­ვალთ.

– თქვენ­თან ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ჩვე­უ­ლი­სა­მებრ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს?

– დიახ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, ჩემი მე­უღ­ლეც მუ­შა­ობს, მაგ­რამ იქ, ხან­ძრის ახ­ლომ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არა, რა თქმა უნდა.

– სად მოღ­ვა­წე­ობთ თქვენ და თქვე­ნი მე­უღ­ლე?

– ჩემი მე­უღ­ლე ლოს ან­ჯე­ლეს­ში სწავ­ლობ­და, ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს 2019 წლი­დან, ხმის ინ­ჟი­ნე­რია და სტუ­დი­ა­შია, მუ­სი­კებს ქმნის. მე 10 დღეა, რაც ამე­რი­კა­ში ჩა­მო­ვე­დი…