ავარია ვაკეში – ავტომობილი ავტობუსს შეეჯახა – არიან დაშავებულები

ვაკეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს შეეჯახა.

ავარიის შედეგად დაშავებულია 5 პირი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: თემო დოლიძე