თითქმის ყველა მიწის ნაკვეთზე დაინახავთ, რომ ხის ტოტები ერთი ეზოდან მეორეში გადადის და ხშირად ეს ტოტები ხეხილითაა დახუნძლული. ვის ეკუთვნის მეზობლის ეზოში გადასული ნაყოფი, ხის პატრონს თუ მიწის მფლობელს? აქვს მას უფლება, მოკრიფოს მეზობლის ხილი, რადგან მის ნაკვეთზეა გადმოსული? მსგავსი დავები, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ხშირია და ამის შესახებ ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი საუბრობს.„სამოქალაქო კოდექსში ცალკე თავად არის გამოყოფილი სამეზობლო სამართალი და მსგავს შემთხვევებს 178-ე მუხლი არეგულირებს. კანომის მიხედვით, სანამ ნაყოფი ხეზეა, ის ხის მესაკუთრეს ეკუთვნის. ნაყოფი მიწაზე უნდა დავარდეს, რომ ხის მეპატრონემ მასზე მფლობელობა დაკარგოს, ხოლო მიწის მესაკუთრეს ეს უფლება გაუჩნდეს. თან საინტერესოა, რომ ნაყოფის ცვენა ბუნებრივი ფაქტპრებით უნდა მოხდეს – დამწიფებით ან ამინდის უმნიშვნელო ცვლილებით. თუ ხეს პატრონი ბერტყავს, ან წვიმამ მთელი ნაყოფი ძირს ჩამოიტანა, ცხადია, რომ მიწის მესაკუთრეს ვერ მიეცემა ნაყოფის მითვისების საშუალება. თუმცა მისის მესაკუთრეს ტოტების მოჭრა შეუძლია და არა მარტო ტოტების – შეუძლია ფესვებიც მიაყოლოს, თუ მის მხარეს არის გადასული. თუმცა მოუწევს ახსნა, რას უშლიდა ეს ტოტები თუ ფესვები. თუ მისი მიწის ნაყოფიერებაზე ცუდად მოქმედებდა მეზობლის ხისგან შემოსული ფესვები, ან ტოტები უბნელებენ სარკმელს, გასაგებია. მაგრამ თუ მარტო იმიტომ ჭრი, რომ ბავშვები თავს ვერ იკავებენ მოკრეფისგან, მაშინ ზიანის ანაზღაურება მოუწევს და მეზობლებთანაც გაიფუჭებს ურთიერთობას. ამიტომ მეზობლობას შეთანხმება და სიამტკბილობა სჭირდება.“ – ამბობს ვახტანგ მაჭავარიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
Related Posts
მალე პლანეტების აღლუმს ვიხილავთ — როდის ჩამწკრივდება ცაზე 6 პლანეტა
2024 წლის 3-4 ივნისს ცაზე მზის სისტემის 6 პლანეტა ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივდება. ამ იშვიათ მოვლენას ასტრონომიაში ციური სხეულების აღლუმს უწოდებენ, რომლის დროსაც ერთ…
რა “უწინასწარმეტყველეს” “სიმპსონებმა” საქართველოს ნაკრებს – 1990-2010-იანი წლების სერიები: ტრამპი, დემნა, ფიფას სკანდალი, სმარტ საათი და ვიდეოზარი – რა ახდა მულტფილმიდან
მსოფლიოში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს საზოგადოების ნაწილი ხშირად უკავშირებს ნათელმხილველებსა და წინასწარმეტყველებებს, ამა თუ იმ მოვლენის გახსენებისას, ხშირად ვიგებთ მაიას ტომის,…
დედამიწას „ეშმაკის“ კომეტა უახლოვდება,რას უნდა ველოდოთ.
იშვიათი „ეშმაკის“ კომეტა პირველად საუკუნის განმავლობაში დედამიწას გადაუფრენს და ხილული იქნება მზის დაბნელების დროს, რომელიც 2024 წლის 8 აპრილს მოსალოდნელია.…