ძლიერი სეტყვა ბაღდათში, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, ვრცელდება საშინელი სეტყვის ვიდეო კადრები , VIDEO

ძლიერი სეტყვა ბაღდათის მუნიციპალიტეტში – სოფელ პირველ ობჩაში განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ხეხილი. დაზიანდა ვენახებიც.

ასევე ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ლუხუტა ადიდდა და საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. ასევე, დატბორილია რამდენიმე სახლის ეზო. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.