ცნობილია ქუთაისში, ავტოავარიაში დაღუპული გოგონას ვინაობა

ქუთაისში ავტოავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია გარდაცლილია სალი ყაზაიშვილი.

ავარია ნიკეას ბოლოში რამდენიმე საათის წინ მოხდა. მსუბუქ ავტომობილს, რომელსაც გოგონა მართავდა, ტრაილერი შეეჯახა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, სალი ყაზაიშვილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, მისი მეუღლე ემიგრანტია. ოჯახი ვარციხეში ცხოვრობდა.

“ჩემო კისკისა 💔 ჩვენი ვერშემდგარი აგვისტოს შეხვედრა უნდა მაპატიო, ჩემო ბავშვობავ და მე გაპატიებ, რომ საითაც აიჩემებდი სულ იქეთ მივდიოდით, გაუკვალავ თოვლში ❤️ ნეტავ ისევ გეძახდე ჭიშკრიდან დილაობით, ვერ გაგონებდე და შემოვდიოდე რომ გაგაღვიძო,ნეტავ ისევ ვიჯდეთ შენი სახლის აივნის მოაჯირზე და ვიცინოდეთ უაზროდ გიჟებივით, ნეტავ..ნეტავ…

მიყვარხარ სადაც არ უნდა იყო და ეს ყოველთვის ასე იქნება”

“ვაიმე ჩემო საყვარელო და ტკბილო გოგოოოოოო, სალოოო,😭ჩემი 😭😭😭😭😭” – წერენ სოციალურ ქსელში ტრაგიკულად დაღუპული გოგონას მეგობრები.