რუსების მიერ ხარკოვის დაბომბვას 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია ასამდე მოქალაქე.
დამბომბვის ერთ-ერთი მსხვერპლი 18 წლის მხატვარი ვერონიკა კოჟუშკოა. გარდაცვლილთა შორის ასევე არი 14 წლის მოზარდი.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილთა შორის 22 ბავშია.
მედიაში ვრცელდება ფოტოები, სადაც დაბომბვის შედეგად დაზიანებული და ცეცხლწაკიდებული 12-სართულიანი შენობაა. ნახეთ ფოტოები
უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა პარტნიორებს, დაუშვან რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა, რათა თავიდან აიცილონ ასეთი შეტევები.
ხარკოვი, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 35 კმ-შია.