ქართველი ემიგრანტი თვითმფრინავში გარდაიცვალა

ემიგრანტი, რომელიც საქართველოში ბრუნდებოდა თვითმრინავში გარდაიცვალა. ამის შესახებ AprioriTV-ს თვითმხილველებმა შეატყობინეს.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ქალბატონი ჯანმრთელობის პრობლემების გამო სამშობლოში ბრუნდებოდა, თუმცა ის თვითმფრინავში გარდაიცვალა.

რეისი რომი-ქუთაისის მიმართულებით ამ დროისთვის ბულგარეთშია. თვითმფრინავის ბულგარეთში დაშვება, ქართველი მგზავრის გამო გადაწყდა, სადაც მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა ექიმება მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.