შარშან დაიწყო მედიკამენტის მიღება, 6 სმ მოიმატა… თვითდაჯერებული ჩამოვიდა: არ მიგრძვნია, რომ ვინმესგან სანტიმეტრებით განვსხვავდებოდიო“ – გაიცანით, აქონდროპლაზიაზე გამარჯვებული 14 წლის პარასპორტსმენი, ზაკო

აქციებმა და პრო­ტეს­ტმა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, ბავ­შვებ­მა წა­მა­ლი მი­ი­ღეს, მშობ­ლე­ბიც და შვი­ლე­ბიც კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან და მო­მავ­ლის დიდი იმე­დი აქვთ.

Ambebi.ge აქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ზაკო მუშ­კუ­დი­ა­ნის დე­დას, ქეთი ბე­გი­აშ­ვილს ესა­უბ­რა.

ქალ­ბა­ტო­ნი ქეთი გა­სუ­ლი წლის აქ­ცი­ე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე იყო და სხვა მშობ­ლებ­თან ერ­თად ბევ­რი იბ­რძო­ლა. მისი შვი­ლი შარ­შან ნო­ემ­ბრი­დან ყო­ველ­დღი­უ­რად იღებს წა­მალს. რო­გორ გრძნობს თავს ზაკო, რა სი­ახ­ლე­ე­ბია მის ცხოვ­რე­ბა­ში და ცოტა ხნის წინ რა სპორ­ტულ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია, ამას მისი დე­დის­გან შე­ი­ტყობთ.

– ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის. თა­ვი­დან, რო­გორც იცით, წამ­ლის მი­ღე­ბა 4-მა ბავ­შვმა და­ი­წყო. მათ­გან მა­ღა­ლი ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის – 13-14 წლის იყო 3, ვი­საც ზრდის დო­ნე­ე­ბი მალე და­ე­ხუ­რე­ბო­და. ერთს ჯან­მრთე­ლო­ბის გარ­თუ­ლე­ბა ჰქონ­და. ამ ბავ­შვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან კარ­გად წა­ვი­და. პირ­ვე­ლი­ვე სამ თვე­ში 2 სან­ტი­მეტ­რამ­დე ზრდა და­ფიქ­სირ­და და არა მარ­ტო ხა­ზო­ვა­ნი, პრო­პორ­ცი­უ­ლიც. მა­ლე­ვე და­ნარ­ჩე­ნი 5 ბავ­შვი ჩა­ერ­თო, შემ­დეგ უკვე – მო­რი­გი ჯგუ­ფი. სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს მათ კი­დევ ახა­ლი ნა­კა­დი შე­უ­ერ­თდე­ბა.

და­ე­მატ­ნენ ისე­თი ბავ­შვე­ბიც, ვინც აქ­ცი­ა­ზე არ ყო­ფი­ლა?

– კი, პირ­ვე­ლად ვნა­ხეთ ისი­ნი ახლა. გა­მოჩ­ნდნენ სხვა ბავ­შვე­ბი, ვი­საც აქამ­დე არ ვიც­ნობ­დით და მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ… ასე­ვე ბევ­რი ბავ­შვის დედა, რო­მე­ლიც აქ­ცი­ებ­ზე იდგა, შემ­დგომ­ში, გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზით დამ­ტკიც­და, რომ მათ შვი­ლებს აქონ­დროპ­ლა­ზია კი არა სხვა დისპლა­ზი­ე­ბი ჰქო­ნი­ათ. ასე­თი სამი ბავ­შვია. ახლა შე­სა­ბა­მი­სი მე­დი­კა­მენ­ტის მო­ლო­დინ­ში ისი­ნი არი­ან და რო­გორც კი შე­მო­ვა, იმე­დი აქვთ, რომ ისე­ვე მი­ი­ღე­ბენ, რო­გორც ჩვე­ნი დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ბავ­შვებ­მა მი­ი­ღეს. ყვე­ლამ უნდა მი­ი­ღოს მე­დი­კა­მენ­ტი. უყუ­რა­დღე­ბო­და არა­ვინ და­უ­ტო­ვე­ბი­ათ.

– ე.ი. ზაკო ყო­ველ­დღი­უ­რად იკე­თებს წა­მალს, ხომ?

– აქამ­დე 8 თვის მან­ძილ­ზე იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად დავ­დი­ო­დით. ახლა უკვე იქ გად­მოგ­ვი­ტა­ნეს, სა­დაც ვცხოვ­რობთ – სა­უბ­ნო პო­ლიკ­ლი­ნი­კებ­ში და წამ­ლის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ტა­ნე­ბაც მოხ­და. ოღონდ, ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ კეთ­დე­ბო­და. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემი შვი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ 2-ჯერ იყო. რო­გორც იცით, ის ცურ­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პა­რა­ნაკ­რე­ბის წევ­რია და წა­მა­ლი წას­ვლის წინ თან გა­ა­ტა­ნეს.

– ანუ ნება დარ­თეს?

კი, ოღონდ, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მი­დი­ო­და იმ სას­ტუმ­როს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­თან, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბო­და. წამ­ლის გა­ტა­ნე­ბა ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბი­თაც ხდე­ბა, რად­გან მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ზა­ფხუ­ლია და ბავ­შვე­ბი და­სას­ვე­ნებ­ლად სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას მი­დი­ან. ამი­ტომ მათ­თან სა­დაც ახლო არის ლო­კა­ცი­უ­რად კლი­ნი­კე­ბი, იქ ჩა­ი­ტა­ნეს.

ვი­ნა­ი­დან მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბის შე­დე­გად არა­ნა­ი­რი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ უკვე სახ­ლშიც გა­მოგ­ვა­ტა­ნენ. ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან წვა­ლო­ბენ, უკვე სას­კო­ლო ასა­კის არი­ან, ბევ­რი მა­ღალ კლას­შია და ყო­ველ­დღი­უ­რად მათ­თვის ძა­ლი­ან დამ­თრგუნ­ვე­ლია კლი­ნი­კა­ში სი­ა­რუ­ლი. ამ წა­მალს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით პა­ცი­ენ­ტებს სახ­ლში მშობ­ლე­ბი უკე­თე­ბენ. მოკ­ლედ, ყო­ველ­დღე კლი­ნი­კა­ში სი­ა­რუ­ლი ძნე­ლია, თან მათ ეს მე­დი­კა­მენ­ტი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სჭირ­დე­ბათ. ამი­ტომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასე კლი­ნი­კას მი­ჯაჭ­ვუ­ლი ვერ იქ­ნე­ბი­ან. ამ ეტაპ­ზე შე­სა­ბა­მი­სი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამ სა­კითხს მარ­თა­ვენ, ყვე­ლა­ნა­ი­რად მო­დი­ან შე­თან­ხმე­ბა­ზე, ადა­მი­ა­ნუ­რი ენით გვე­სა­უბ­რე­ბი­ან, დგა­ნან ჩვენ გვერ­დით. იმე­დი გვაქვს, რომ მო­მა­ვალ­შიც ასე გაგ­რძელ­დე­ბა.

– თქვენს შვილს წამ­ლის მი­ღე­ბი­დან შემ­დეგ რა შე­დე­გე­ბი აქვს?

ზა­კომ შარ­შან, 15 ნო­ემ­ბერს და­ი­წყო მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბა. სი­მაღ­ლე­ში იყო მეტ­რი და 33 სან­ტი­მეტ­რი. დღეს მეტ­რი და 39 სან­ტი­მეტ­რია, 6 სან­ტი­მეტ­რი მო­ი­მა­ტა. კარ­გი ზრდა აქვს რო­გორც ხა­ზო­ვა­ნი, ისე – პრო­პორ­ცი­უ­ლი. ამას ბავ­შვიც ამ­ჩნევს და ჩვენც – ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში. ნივ­თებს უფრო კარ­გად სწვდე­ბა, ტან­საც­მე­ლიც და­უ­პა­ტა­რავ­და და ხა­სი­ა­თიც გა­მო­უ­კეთ­და. იცით, რომ მას ოპე­რა­ცია აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და აპა­რა­ტი აქვს ორი­ვე მუხ­ლში ჩად­გმუ­ლი. ამი­ტომ იმე­დის თავ­ლით ვუ­ყუ­რებთ ამ ყვე­ლა­ფერს.

– მე­დი­კა­მენ­ტი მათ ტკი­ვი­ლებ­საც უხ­სნის?

– ახლა შე­და­რე­ბით რთუ­ლი ბავ­შვე­ბი ერ­თვე­ბი­ან, ვი­საც მა­გა­ლი­თად, კი­ფო­ზი აქვთ და სხვა და­ა­ვა­დე­ბა და ყო­ველ­დღი­ურ ტკი­ვილ­ში იტან­ჯე­ბი­ან. რო­გორც გი­თხა­რით, ისი­ნი ამ ყვე­ლა­ფერ­ში სწო­რედ ახლა ერ­თვე­ბი­ან და ვფიქ­რობ, რომ მათ­თა­ნაც ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად წავა…

აქონ­დროპ­ლა­ზია ისე­თი დი­აგ­ნო­ზია, რო­მელ­საც მარ­თვა სჭირ­დე­ბა, ამი­ტომ პა­ცი­ენ­ტის პატ­რონ­ზე ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ზა­კოს შემ­თხვე­ვა­ში, ორ­თო­პე­დი თა­ვი­დან­ვე ჩავ­რთეთ, არა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ტო­ვე­ბია და ის ოპე­რა­ცი­ე­ბიც გა­ვა­კე­თეთ, რა­მაც ის ტკი­ვი­ლე­ბი რა­ღაც­ნა­ი­რად მო­უხ­სნა.

– კარ­გია, რომ ამ ბრძო­ლამ ნა­ყო­ფი გა­მო­ი­ღო…

ეს არის ყვე­ლას ერ­თობ­ლი­ვი გა­მარ­ჯვე­ბა… ვფიქ­რობ, სა­ნამ არ დარ­წმუნ­დნენ მე­დი­კა­მენ­ტის სარ­გებ­ლო­ბა­სა და ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ში, მა­ნამ­დე წა­მა­ლი არ შე­მო­ვი­და ქვე­ყა­ნა­ში. ზო­გა­დად ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტი იყო, ინი­ცი­ა­ტი­ვა მშობ­ლე­ბის­გან მო­დი­ო­და. ჩვენ, რო­გორც არა­სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მი­აჩ­ნდათ, რომ ძი­რი­თა­დად მშობ­ლის ინ­სტინ­ქტი­დან ვფიქ­რობ­დით და ამი­ტომ ეჭ­ვის თვა­ლით გვი­ყუ­რებ­დნენ, მაგ­რამ შე­დეგ­მა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ზა­კოს გან­წყო­ბაც ათას­ჯერ უკე­თე­სი აქვს, ვიდ­რე ჰქონ­და.

– რო­მელ კლა­სე­ლია?

– მე­ცხრე კლას­ში გა­და­ვი­და, 4 სექ­ტემ­ბერს 15 წლის გახ­დე­ბა. რო­გორც გი­თხა­რით, პა­რიზ­ში იყო, სა­დაც 16 ქვეყ­ნი­დან სხვა­დას­ხვა ასა­კის მო­ცუ­რა­ვე­ე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­ლი წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მათ S6 კა­ტე­გო­რია მი­ე­ნი­ჭათ. თა­ვი­დან ხომ 16 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს შო­რის მოხ­ვდა და შემ­დეგ შე­დე­გით – 5 სა­უ­კე­თე­სო ქვე­ყა­ნას შო­რის. კარ­გი შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნა. თა­ვი­სი რე­კორ­დე­ბი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, ფი­ნალ­ში იცუ­რა­ვა. მოკ­ლედ წინ ბევ­რი შრო­მა გვე­ლის. რაც მთა­ვა­რია, ჩა­მო­ვი­და სა­კუ­თარ ძა­ლებ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლი, მენ­ტა­ლუ­რად გაზ­რდი­ლი და ლაღი. მოხ­ვდა სულ სხვა სამ­ყა­რო­ში, სა­დაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უყ­ვართ. ბულ­გა­რეთ­ში 21 დღე იყო, საფ­რან­გეთ­ში – 10. არ მიგ­რძვნია, რომ ვინ­მეს­გან სან­ტი­მეტ­რე­ბით გან­ვსხვავ­დე­ბო­დიო… 2025 წელს სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბი გვაქვს და ვნა­ხოთ, რო­გორ იქ­ნე­ბა. ვე­ლო­დე­ბით წარ­მა­ტე­ბებს.

– სა­ერ­თოდ რამ­დე­ნი ხა­ნია ცუ­რავს?

6 წლის ასა­კი­დან ცუ­რავს, მაგ­რამ პა­რას­პორ­ტსმე­ნად და­რე­გის­ტრირ­და და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში აიყ­ვა­ნეს 14 წელი რომ შე­უს­რულ­და. მოკ­ლედ, ოფი­ცი­ა­ლუ­რად იან­ვრი­დან ჩა­ერ­თო. და­ა­ფი­ნან­სეს სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლით და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. გვინ­და, რომ 4 წლის შემ­დეგ არა­ნა­ი­რი ეჭვი არ ჰქონ­დეს იმას, რომ ზაკო პა­რა­ო­ლიმ­პი­ა­და­ზე მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

– წარ­მა­ტე­ბე­ბი მას ნე­ბის­მი­ერ საქ­მე­ში.