ცნობილი ექიმი გარდაიცვალა – რა ინფორმაციას ავრცელებს კახა მეტრეველი

ცნობილი ექიმი, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნინო აბაშიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი მეუღლე კახა მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

„მეხი დამეცა და თავზე დამემხო ცხოვრება, რომელსაც 33 წელი ვქმნიდით და ვაშენებდით. ჩვენ ხომ შევპირდით ერთმანეთს, რომ სულ ერთად გავწევდით ჭაპანს, მაგრამ მიღალატე, მარტო დამტოვე და ფრთებიც დამამტვრიე. რატომ ნინო? ჩემო სიყვარულო და უერთგულესო თანამესაყდრე“, – წერს კახა მეტრეველი.