ცოტა ხნის წინ უცხოური გამოცემა SER Deportivos Valencia აღნიშნავდა, რომ “ლევანტეს” ქართველი ლეგიონერი გიორგი ქოჩორაშვილი შეიძლება “ვალენსიაში” გადავიდეს, რომლის ღირსებასაც გაისამდე გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქოჩორაშვილით “ესპანიოლი”, “ტორინო”და “ლაციო” იყვნენ დაინტერესებული
თუმცა, “ლევანტეს” ფეისბუქზე ქართველებისთვის საყვარელმა ადმინმა ხავიმ ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ქოჩორაშვილი “ლევანტეში” რჩება.
“ამ განსხვავებულით ქოჩორას ლევანტეში დარჩენას გაუმარჯოს” – ვკითხულობთ Levante UD-ს ფეისბუქზე.
ავტორი: ეკა გადახაბაძე