თავის ქალით გაერთიანებული და-ძმა, რომელთაგანაც ერთ-ერთმა სქესი შეიცვალა – მსოფლიოში ყველაზე უფროსი სიამის ტყუპი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა

საინფორმაციო პორტალი

თავის ქალით გაერთიანებული და-ძმა, რომელთაგანაც ერთ-ერთმა სქესი შეიცვალა – მსოფლიოში ყველაზე უფროსი სიამის ტყუპი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა

18:55 / 14-04-2024

თავის ქალით გაერთიანებული  და-ძმა, რომელთაგანაც ერთ-ერთმა სქესი შეიცვალა - მსოფლიოში ყველაზე უფროსი სიამის ტყუპი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა

თა­ვის ქა­ლით გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სი­ა­მის ტყუ­პი, ლორი და ჯორჯ შა­პე­ლე­ბი 62 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვალ­ნენ. და-ძმა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ასა­კით ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი სი­ა­მის ტყუ­პი იყო, 7 აპ­რილს პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

  • რა გახ­და ტყუ­პე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი მე­დი­ის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

ლორი და ჯორ­ჯი 1961 წელს და­ი­ბად­ნენ. ისი­ნი ერ­თმა­ნეთ­თან თა­ვის ქა­ლით იყ­ვნენ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი, ასე­ვე მათ სა­ერ­თო ჰქონ­დათ ტვი­ნის 30 პრო­ცენ­ტი და ძი­რი­თა­დი სის­ხლძარ­ღვე­ბი. ჯორჯს სპი­ნა ბი­ფი­და ჰქონ­და (თან­და­ყო­ლი­ლი მან­კი, რო­მელ­საც ნერ­ვუ­ლი მი­ლის დე­ფექ­ტი ეწო­დე­ბა) და გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად სპე­ცი­ა­ლურ გორ­გო­ლა­ჭე­ბი­ან მო­წყო­ბი­ლო­ბას იყე­ნებ­და. ტყუ­პებს გა­და­ად­გი­ლე­ბა რომ შეს­ძლე­ბო­დათ, ლო­რის უწევ­და სა­ვარ­ძლის მარ­თვა.

  • ლო­რის და ჯორჯს სი­ა­მის ტყუ­პის უიშ­ვი­ა­თე­სი ფორ­მა ჰქონ­დათ, რო­მე­ლიც ასე­თი ტყუ­პე­ბის მხო­ლოდ 2-6%-მდე ნა­წილს უფიქ­სირ­დე­ბა.
  • 2007 წელს ჯორ­ჯმა სქე­სი შე­იც­ვა­ლა და შა­პე­ლე­ბი პირ­ვე­ლი სხვა­დას­ხვა სქე­სის სი­ა­მის ტყუ­პი გახ­დნენ, იტყო­ბი­ნე­ბა გი­ნე­სის მსოფ­ლიო რე­კორ­დე­ბი.

“ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე ვი­ცო­დი, რომ ბიჭი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო, მაგ­რამ უკვე ასაკ­ში შევ­დი­ო­დი და აღარ მინ­დო­და ტყუ­ილ­ში ცხოვ­რე­ბა”,- გა­ნა­ცხა­და 2011 წელს ჯორ­ჯმა გა­ზეთ The Sun-თან მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ჯორჯ შა­პე­ლი

შა­პე­ლებ­მა პენ­სილ­ვა­ნი­ის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვე­რე­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რეს და ორი­ვე, მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რი­დინ­გის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მუ­შა­ობ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შა­პე­ლებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჰობი და ინ­ტე­რე­სე­ბი ჰქონ­დათ. გი­ნე­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯორ­ჯი ქან­თრის მუ­სი­კით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი, ლორი კი ბო­უ­ლინ­გით.

ლორი შა­პე­ლი

და-ძმა და­ბა­დე­ბი­დან ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბის მქო­ნე პირ­თა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ცხოვ­რობ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ მენ­ტა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვა არ ჰქო­ნი­ათ. ისი­ნი 24 წლის ასა­კი­დან ორო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რობ­დნენ. “იმის გამო, რომ არ შეგ­ვიძ­ლია ავ­დგეთ და ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად მოვ­შორ­დეთ, იმას არ ნიშ­ნავს, რომ ერ­თმა­ნე­თის­გან ან სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­გან გან­მარ­ტო­ე­ბა არ შეგ­ვიძ­ლია”,- თქვა ლო­რიმ 1997 წლის დო­კუ­მენ­ტურ ფილმში.

ტყუ­პებს ერ­თმა­ნე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის ხელ­შე­წყო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად უწევ­დათ. მა­გა­ლი­თად, როცა ჯორჯს მუ­სი­კის რე­პე­ტი­ცია სჭირ­დე­ბო­და, წყვი­ლი მის ოთახ­ში მი­დი­ო­და, სა­დაც ლორი ჩუ­მად იყო და ჯორჯს ვარ­ჯი­შის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და.

ტყუ­პე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან ფი­ზი­კუ­რად გან­ცალ­კე­ვე­ბის იდე­ას უარ­ყოფ­დნენ: “აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა. რა­ტომ უნდა ვცა­დოთ იმის შე­კე­თე­ბა, რაც არაა გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი?”,- გა­ნა­ცხა­და ჯორ­ჯმა 1997 წლის ინ­ტერ­ვი­უ­ში.