ხშირად ისეც ხდება, რომ მშობლები დამხმარეების და გზის გამანათებლების ნაცვლად, მტრებად ექცევიან შვილებს. სწორედ ასეთი შემთხვევის შესახებ გიამბობთ.
ეს ამერიკელი კეიტლინ ფინლია, რომელიც 7 წლისა უკვე 54 კილოგრამს იწონიდა. თუმცა მაშინ დაცინვისა და ბულინგის გამო ბევრს ნერვიულობდა. თუმცა 16 წლის იყო, როცა ინტერნეტში აღმოაჩინა საიტი, სადაც დიდწონიანი ადამიანები თავიანთ ფოტოებს უზიარებდნენ მსურველებს. განსაკუთრებით მოიხიბლა 273-კილოგრამიანი მოდელით, რომელიც, მისი თქმით, ძალიან ლამაზი იყო და უამრავი გამომწერი ჰყავდა. გოგონამ სიახლე დედას გაუზიარა, რომელიც უცებ აღფრთოვანდა იდეით და დაიწყო შვილის ფოტოების გადაღება. 18 წლის კეიტლინმა კალიკო ბომბშელის ფსევდონიმი აიღო და დაიწყო ფოტომოდელობა. აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი მსურველი იყო საიტზე, ვისაც აინტერესებდა მისი ფოტოები, სულ მალე კი ისინიც გამოჩნდნენ, ვინც რატომღაც სიამოვნებას იღებდა იმის ცქერით, თუ როგორ ჭამდა კეიტლინი. ასე ნელ-ნელა იქცა ის ვლოგერადაც და თანაც, დაისახა მიზნად, რაც შეიძლება მეტი წონა აეკრიფა, რომ სულ უფრო არასტანდარტული ფოტოები და ვიდეოები გადაეღო. დედაც მხარს უბამდა და ახლაც ხელს უწყობს ქალიშვილს, გამუდმებით ამხნევებს, რომ ის ძალიან ლამაზია და ასე გააგრძელოს…
ასე გაგრძელება კი იმას ნიშნავს, რომ კეიტლინი დღეში 10 ათას კალორიაზე მეტს იღებს, შეუძლია ორი პიცა, რამდენიმე ბურგერი და ფრი ერთ კვებაზე მიირთვას პირდაპირ ეთერში. უკვე 200 კილოგრამს გადაცდა და ამბობს, რომ კიდევ აპირებს გასუქებას.
“სუნთქვა მიჭირს, როცა კიბეზე ავდივარ ან მოკლე მანძილებზეც კი. თუ ჯანმრთელობა მიმტყუნებს, მერე დავფიქრდები გაჩერებაზე. ახლა კი მომწონს ის, რასაც ვაკეთებ, მომწონს კომპლიმენტები და საკმაო ფულიც მოაქვს ამ ყველაფერს, ასე რომ, ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ ჩემი კარიერით… მამაკაცებს ძალიან მოსწონთ ჩემი ყურება, მოწონთ ჩემი ცელულიტიც და ჩემი დიდი მუცელიც. ზოგიერთს კი მოსწონს, თყ როგორ ვჭამ… ზოგი იმასაც მთხოვს, რომ ღორის ქონი ან უმი ხორცი ვჭამო პირდაპირ ეთერში, მაგრამ ამაზე უარს ვამბობ”, – ამბობს კეიტლინი.
ის და დედამისი კრიტიკას არ პასუხობენ და არ სურთ გაიზიარონ ჯანსაღი აზრი, რომ კეიტლინი სერიოზულ საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას. დედამისი იმეორებს, რომ მისი შვილი ლამაზი და ბედნიერია და ყველა უნდა შეეშვას.