კანალიზაციის მილებიდან ბავშვის ღვიძლი, ფილტვები, თირკმელები და გული ამოიღეს” – იოახიმ კროლის საქმე

კი იოახიმ კროლი თავისუფალი იყო.

დამნაშავე ძირითადად ახალგაზრდა გოგონებსა და ქალებს კლავდა, თუმცა ბევრი სერიული მკვლელისგან განსხვავებით, მას არ ჰქონდა მსხვერპლთა განსაზღვრული კატეგორია ან ასაკი.

1965 წელს იოახიმი გროსენბაუმში გაემგზავრა. მან სამანქანო გზისგან მოშორებულ ადგილას ჰერმან შმიცი და მარიონ ვენი დაიანხა, რომლებიც მანქანაში სექსით იყვნენ დაკავებულნი. კროლმა შმიცი მოტყუებით გადაიყვანა მანქანიდან, რის შემდეგაც მამაკაცი მოკლა. მას მსხვერპლის საცოლის გაუპატიურება და მოკვლა ჰქონდა განზრახული, თუმცა მარიონმა საჭესთან დაჯდომა მოახერხა, რის შემდეგაც კროლი გაიქცა. 

მიუხედავად იმისა, რომ მან მკვლელის სახე კარგად დაინახა, პოლიციამ დამნაშავის პოვნა ვერ შეძლო.

იოახიმი გვამს ხორცს ყოველთვის არ აჭრიდა, რაც ერთმანეთისგან განასხვავებდა მის მკვლელობებს. სინამდვილეში მას იმ მსხვერპლის ხორცის მირთმევა ერჩივნა, რომელსაც განსაკუთრებულად ნაზად თვლიდა.

გარდა ამისა, იმ პერიოდისთვის აღმოსავლეთ გერმანიაში სხვა სერიული მკვლელებიც მოქმედებდნენ. ვერნერ ბუსტი 1950-იანი წლების დასაწყისიდან კლავდა წყვილებს იმავე ტერიტორიაზე, შესაბამისად პოლიციის ყურადღება მისი და კიდევ რამდენიმე სხვა ეჭვმიტანილისკენ მიიმართა.

სანამ კროლი სასტიკ მკვლელობებს აქტიურად ჩადიოდა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის ჰაინრიხ ოტის გარდა კიდევ ხუთი მამაკაცი დააკავეს. ერთ-ერთმა მათგანმა ოტის მსგავსად თავი მოიკლა.

კროლის მკვლელობებს კიდევ უფრო შემზარავს ხდის კანიბალიზმის მოტივი. ბევრი კანიბალი სერიული მკვლელი სექსუალურად არის მოტივირებული. მათგან განსხვავებით, იოახიმს უფრო პრაქტიკული მიზნები ჰქონდა და როგორც მოგვიანებით აღიარა, ის მსხვერპლს ხორცს იმიტომ აჭრიდა, რომ იმ დროისთვის ხორცი ძვირი ღირდა.

1976 წლის 3 ივლისს იოახიმ კროლის კანიბალისტური დანაშაულები დასრულდა. იმ დღეს კროლმა პარკიდან ოთხი წლის მარიონ კეტნერი გაიტაცა. ცოტა მოგვიანებით, მეზობელმა ჰკითხა კროლს თუ რა ბლოკავდა მილებს შენობის საერთო საპირფარეშოში, რაზედაც პასუხად “ნაწლავები” მიიღო. მეზობელმა მამაკაცის ნათქვამი ხუმრობად აღიქვა, თუმცა მილები მაინც შეამოწმა, რა დროსაც პაწაწინა ორგანოები დაინახა და მაშინვე პოლიციას დაუკავშირდა.

კროლის ბინაში შესულმა პოლიციამ პატარა მაირონ კეტნერის დანაწევრებული ცხედარი აღმოაჩინა. მისი სხეულის ნაწილები მაცივარში იდო, ხელი კი გაზქურაზე დუღდებოდა. შინაგანი ორგანოები საპირფარეშოში იყო ჩარეცხილი. სამართალდამცველებმა კანალიზაციის მილებიდან ბავშვის ღვიძლი, ფილტვები, თირკმელები და გული ამოიღეს.

დეტექტივი მაქს რიზი, დუისბურგის პოლიციის ვეტერანი იყო, რომელსაც 20 საქმიანობის 20 წლიანი სტაჟი ჰქონდა. ცნობილია, რომ მან გონება დაკარგა, როდესაც კროლის სახლში ბავშვის ორგანოები აღმოაჩინა.

გასაკვირი არ არის, რომ მკვლელი მაშინვე დააკავეს. მან დანაშაული აღიარა და პოლიციას კიდევ 13 სხვა მკვლელობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

ციხეში ყოფნისას კროლი პოლიციასთან თანამშრომლობდა და დარწმუნებული იყო, რომ მას ოპერაციას გაუკეთებდნენ, რომელიც მის მკვლელობის სურვილს განკურნავდა, რის შემდეგაც მას გაათავისუფლებდნენ. რამდენიმეწლიანი პატიმრობის შემდეგ, მას ბრალი წაუყენეს რვა მკვლელობაში და ერთ მკვლელობის მცდელობაში.

საბოლოოდ, კროლს 1982 წლის აპრილში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

1991 წელს იოახიმ კროლი ციხეში, გულის შეტევით გარდაიცვალ