ცნობილი და წარმატებული მოდელი მაწანწალად იქცა და ქუჩაში ცხოვრობს… – როგორ დაუნგრია ცხოვრება ნამდვილ ვარსკვლავს მოძალადე ქმარმა

ლონი უილსონი ერთ დროს ძალიან წარმატებული ფიტნეს-მოდელი იყო, თავისი ბლოგი ჰქონდა, საკმაოდ კარგი კონტრაქტები და აღიარება. დღეს მას ვერ იცნობს – ბოლო კადრებიდან ჩანს, რომ თმა და კბილებიც დაკარგა და თანდათან სულ უფრო მეტად ემსგავსება ქუჩის მაწანწალას…

მისი ცხოვრების ყოველი ბოლო 5 წელი შოკის მომგვრელია. პაპარაცები ხშირად უღებენ ფოტოებს და საზოგადოებაც მის დაცემას ადევნებს თვალს….

lor2-1688803698.jpg

ქერა ლამაზმანი არა მხოლოდ უამრავი მამაკაცის სასურველ ქალად ითვლებოდა და ვარსკვლავური ცხოვრებით ცხოვრობდა, 2012 წელს საკმაოდ წარმატებულადაც გათხოვდა – “მალიბუს მაშველების” ვარსკვლავი ჯერემი ჯეკსონი გახდა მისი მეორე ნახევარი. მასზე ამბობდნენ, რომ საკმაოდ არეული პირადი ცხოვრება ჰქონდა და ყველას გაუკვირდა, რომ მან ბოლოს და ბოლოს ქორწინება

გადაწყვიტა. წყვილი ხშირად დადიოდა ერთად წვეულებებზე და ეფექტურ ცოლ-ქმრად მიიჩნეოდა…

400x600-1-e21a8d8f7754552cdfea08564d0345b32333x3500-0xtfsfbbfv-3520945891982604442-1688803717.jpg

თუმცა ლამაზი ფოტოების მიღმა თურმე კატასტროფა იმალებოდა. 2014 წელს გახდა ცნობილი, რომ ქორწინება დაინგრა – მიზეზი ჯერემის ტირანია ყოფილა და ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა ცოლზე. განქორწინების შემდეგ ლონის არაერთხელ ჰქონდა ნერვული აშლილობა და ყველაფერი რომ დაევიწყებინა, ალკოჰოლის მიღება დაიწყო, მერე კი – ნარკოტიკებისაც.

მეგობრები ცდილობდნენ დახმარებას, მაგრამ ლონიმ ერთ დღესაც გადაწყვიტა, მიეტოვებინა ყველაფერი და ქუჩაში დაეწყო ცხოვრება, ნაგავში ეძება საკვები და რაც მთავარია, ამბობს, რომ ძალიან მოსწონს ახლანდელი ცხოვრება. არადა, ქუჩაში ყოფნას ბევრი უსიამოვნება ახლავს. ბევრჯერ გაქურდეს და არამარტო ღამის საათებში. ერთხელ აღნიშნა, რომ მთელი წლის განმავლობაში არ უბანავია, რადგან გადაწყვიტა, მაქსიმალურად ბინძური იყოს, რომ გაძარცვის მიზნითაც არავინ მიეკაროს… ჩანს, ფსიქიკური პრობლემები აქვს, თუმცა ფაქტია, არ მიჰყავთ არსად, რომ დაეხმარონ.

lor22-1688803698.jpg

2018 წელს მან ჟურნალისტებს განუცხადა: “ჯერემის არ ველაპარაკები, არც მეგობრებთან საუბარი მინდა. ყველაფერი რიგზე მაქვს, არ მინდა ვინმე მეხმარებოდეს. დამოუკიდებლად ცხოვრებაც შემიძლია. ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება. არავინ ერევა ჩემს საქმეებში და მეც

არავინ მაინტერესებს.”

lor1-1688803698.jpg

რაც შეეხება მის ყოფილ ქმარს, ნარკოტიკებისთვის, ცოლის ცემისა და მისი განარკომანებისთვის სასჯელი მოიხადა. აღარც კინოში იღებენ. თუცა ფიტნესინსტრუქტორად მუშაობს და თავის ცხოვრებას არ უჩივის. ყოფილ ცოლს არ ახსენებს.