მაყვლის საწებელი არის ცხონება“ – საოცრად გემრიელი საწებლის რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ცერეცო – 1 ღერი
  • მაყვალი – 1.5 კილო
  • ომბალო
  • მწვანე წიწაკა
  • ნიორი
  • მარილი
  • კამა
  • ქინძი
  • ნიგოზი – 5 ლებანი
  • ნუში – 5 ლებანი
  • მომზადების წესი
  • ერთ ღერ ცერეცოსთან ერთად მოხარშეთ მაყვალი (1,500 დაახლოებით), დაასხით ცოტა წყალი. შემდეგ რომ მოიხარშება წყლის ნაწილი შეინახეთ, რასაც გაუშვებს რომ გაათხელოთ სასურველ სისქემდე. მოხარშვის შემდეგ, ცხელი რომ იქნება წვრილ საწურზე გახეხეთ. შემდეგ შეურიეთ დანაყული ომბალო, ცოტაოდენი მწვანე წიწაკა, ნიორი, მარილი, კამა, ცერეცო, ქინძი (ამას ყველაფერს თვალისზომით ვუკეთებ და გემოთი). გაუკეთეთ ძალიან ცოტა 4-5 ლებანი ნიგოზი და ამავე რაოდენობის ნუში და შემდეგ აადუღეთ. შემდეგ ეს ცხელი მასა ჩაასხით გასტერილებულ ქილებში (თუ მაშინვე საჭმელად გინდათ და არა შესანახად, ნუ წამოადუღებთ