ანუკი არეშიძეს თათია შარანგიამ საკუთარ ინტერნეტგადაცემა “სთორიში” უმასპინძლა, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრეს.რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ანუკი სამოდელო სააგენტოში თურმე იმიტომ მიუყვანიათ, რომ ძალიან ბიჭური გოგო იყო და უნდოდათ, სინაზე და ქალურობა შეეძინა. მიუხედავად იმისა, რომ დედა მის მიმართ ყოველთვის კრიტიკულადაა განწყობილი, ამბობს, რომ დედა მისთვის ყოველთვის სამაგალითოა და მისი აზრი დღემდე ანუკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.კახას და ანუკის სასიყვარულო ისტორია იტალიაში დაიწყო. 11 წლით უფროს წარმატებულ ფეხბურთელს 2 თვე დასჭირდა მოდელი გოგონას გულის მოსაგებად, სულ რაღაც 6 თვეში კი უკვე ოჯახი შექმნეს. “სიჩუმით გამოხატავდა სიყვარულს, შიგნიდან იწვოდა. თვალებით რომ მელაპარაკებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი” – აღნიშნა თვალებანთებულმა დიზაინერმა. ქალაქის მერის მეორე ნახევარს გაუჭირდა პასუხის გაცემა კითხვაზე, როდის იყო კახა ბედნიერი – როცა იყო ფეხბურთელი თუ ახლა, თუმცა ის კი დანანებით თქვა, რომ ხანდახან დღე ისე გადის, რომ ქმარს ვერ ნახულობს. ნეტა ვიჩხუბოთ ხოლმე, მაგრამ ამის დროც არ გვაქვსო.როგორც ინტერვიუდან გაირკვა, ანუკის თურმე მაღალმთიან სოფელში სურს ცხოვრება, სადაც ზარებშებმული ძროხების ხმა გააღვიძებს, ექნება ვენახი, ბაღი და ბოსტანი. თუმცა შვილები, ოჯახი ჯერჯერობით ამის საშუალებას არ აძლევს. მოგეხსენებათ, დიზაინერი 4 ბიჭის დედაა. როგორც თავად ამბობს, მკაცრია, შვილებს მისი შიშიც აქვთ და რიდიც.”მე ვარ დედა, რომლის შვილებსაც არ აქვთ არც აიფონები და არც ძვირად ღირებული ტელეფონები, არც ინტერნეტით სარგებლობენ და არც სოციალური ქსელებით” – თქვა ანუკიმ ინტერვიუშიმიუხედავად იმისა, 4 საკეისრო მაქვს გაკეთებული, რომ ვიცოდე, მეხუთე გოგო მეყოლება, გავაჩენო. – ესეც აღნიშნა საუბრის ბოლოს.
Related Posts
„კომიდან გამოსულს არავინ მეუბნებოდა, რომ ხელი არ მქონდა, ეშინოდათ, ცუდად არ მიმეღო და თავისთვის რამე არ დამეშავებინა“ – პარაოლიმპიელი ლიკუნა ჩაჩიბაია წლების წინ მომხდარ შემთხვევას იხსენებს
პარატაეკვანდოისტი ლიკუნა ჩაჩიბაია „დღის პოსტის“ სტუმარი იყო. პარაოლიმპიელმა მისი ცხოვრების რთულ პერიოდზე ისაუბრა, 2012 წელს 16 წლის ლიკუნა კორპუსის სახურავიდან…
„სამარცხვინოა, რომ ჩემი შვილი ხარო…“- თამუნა მუსერიძე დედასთან საუბრის დეტალებზე
თამუნა მუსერიძე დედასთან საუბრის დეტალებს იხსენებს. „შენი გამოჩენიდან დღემდე ვლოცულობდი, რომ ჩემი შვილი არ ყოფილიყავიო. სამარცხვინოა, რომ ჩემი შვილი ხარო.…
არცერთი შვილის გვამი მე არ მინახავს” – აგვისტოს ომის გმირი ბიჭების მამა, მურაზ რომელაშვილი
1991 წელი იყო, როცა ძმები, გია და გელა რომელაშვილები ცხინვალიდან დევნილები გახდნენ. მაშინ გია 11 წლის იყო, გელა 7-ის. დევნილი…