იშვიათი ვირუსი მაღალი ლეტალობით გამოვლინდა პარიზში, ოლიმპიადის წინ

პარიზის რეგიონში ლასას ცხელების ვირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება BFMTV საფრანგეთის სანიტარიულ ორგანოებზე დაყრდნობით. ავადმყოფი გადაიყვანეს ბეგინის საავადმყოფოში ვალ-დე-მარნის განყოფილებაში. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. ხელისუფლება ატარებს ეპიდემიოლოგიურ გამოკვლევას ინფექციის გამომწვევი მიზეზების გასარკვევად.

პასტერის ინსტიტუტის ინფექციური დაავადებების ხელმძღვანელის, სილვენ ბაიზის თქმით, ევროპაში ეს ვირუსი იშვიათად ჩნდება და ითვლება „მივიწყებულ დაავადებად“. ის ძირითადად დასავლეთ აფრიკის მცხოვრებლებს აწუხებს. ჩვენ ვსაუბრობთ წელიწადში 100-300 ათას ადამიანზე. აქედან 5-6 ათასი იღუპება.
ლასას ცხელება არის ინფექციური დაავადება, რომელსაც ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა, სიკვდილიანობის მაღალი პროცენტი, სასუნთქი სისტემის, თირკმელების, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, მიოკარდიტი და ჰემორაგიული სინდრომი. უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მძიმე შემთხვევებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 50%-ზე მეტია.