ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საერთაშორისო მედიას, “CNN”-ს ინტერვიუ მისცა – ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დეტალურად გაიხსენა, თუ როგორ გახდა სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი.
“გავხდი მიზანმიმართული ანგარიშსწორების მსხვერპლი” – აცხადებს ხაბეიშვილი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.ენმ-ის თავმჯდომარე დასძენს, რომ პირველ მაისს, რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის დროს მიღებული დაშავებებიდან, სახეზე დღემდე აღენიშნება სისხლჩაქცევების კვალი.
ჩვენგან ვერ მიიღეს ის რაც სურდათ. იღებდნენ თავდასხმის ვიდეოს რათა შემდგომ გაევრცელებინათ და ოპოზიციონერი ლიდერის დისკრედიტაცია მოეხდინათ- ლევან ხაბეიშვილი