ვგმობთ ძალადობის ყველა ფაქტს, რომელსაც ხელისუფლება ჩადის ქართველი ხალხის წინააღმდეგ” — არასამთავრობო ორგანიზაციები

მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ძალადობას ახალისებენ საჯარო განცხადებებით, მათზე დაქვემდებარებული არაფორმალური ჯგუფები კი ურეკავენ, აგინებენ, ემუქრებიან, ოფისებს და საცხოვრისებს ამახინჯებენ და მოქალაქეებზე ძალადობენ:

  • “ნიშანდობლივია, რომ ამ საქმეებს არავინ იძიებს. სამართალდამცავმა ორგანოებმა დაკარგეს მათი კონსტიტუციური ფუნქცია და ხელისუფლების ხელში პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად იქცნენ”.
  • არასამთავრობო ორგანიზაციები წერენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელობითად მოიხსენია ზუკა ბერძენიშვილი თავის განცხადებაში და ერთ საათში აქტივისტს ფიზიკურად თავს დაესხნენ.
  • “ხელისუფლებას თავად არის ამ ძალადობის დამკვეთი. ოლიგარქის რეჟიმი საერთო ენას ვეღარ პოულობს მოქალაქეებთან და ძალადობით ცდილობს საკუთარი სისუსტის გადაფარვას”, — წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • დემოკრატიის მცველები
  • უფლებები საქართველო
  • მწვანე ალტერნატივა
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  • სამოქალაქო იდეა
  • წსაფარი
  • სამოქალაქო საზოგადოების ფონდია
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  • საბჭოთა წარსულის კვლევის
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • თბილისი პრაიდი
  • აღმოსავლეთ ევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი