რას ამბობს ეკლესია ტრანსპორტში ლოცვასა და პირჯვრის გამოსახვაზე

თუ შეიძლება ტრანსპორტში ლოცვა და პირჯვრის გამოსახვა? – კითხვას დეკანოზი ანდრია კემულარია პასუხობს.„ეს კითხვა მრავალს ებადება.

ლოცვა, არათუ შეიძლება, საჭიროცაა ყველგან. ამას თვით წმინდა მოციქული პავლე გვასწავლის: მოუკლებელად ილოცევდით (1თეს. 5,17). შეიძლება ვილოცოთ სკვნილით, ან ვიმეოროთ ფსალმუნები და სხვა ლოცვები. ტრანსპორტში ლოცვის გარდა პირჯვრის გადასახვაც შეიძლება.“ – ამბობს დეკანოზი.