ს
ასტიკი მკვლელობა გარდაბანში. ძმამ დას ჯერ ავტომობილი განზრახ დააჯახა, შემდეგ კი დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. 29 წლის გოგო მძიმე დაზიანებებით ადგილზევე გარდაიცვალა.
22 წლის ბიჭი ქვემო ქართლის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. დაკავებულს გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედევება. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
Ambebi.ge-ს ადგილობრივი უყვება, რომ ახალგაზრდა ქალს ქმარი და ორი შვილი დარჩა.
შსს დაკავების კადრებს ავრცელებს ⇓