პაკისტანში მომხდარი ორი ავარიის შედეგად, სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ორი მძიმე ავარია მოხდა, რა დროსაც სამგზავრო ავტობუსები ხევში გადავარდა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთით, მაკრან-კოსტალის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად 12 მომლოცველი დაიღუპა. 22 მგზავრი დაიღუპა ჩრდილო-აღმოსავლეთ, ქაშმირში ავტობუსის ღრმა ხევში გადავარდნის შედეგად.
მაშველების განცხადებით, მეორე ავტობუსში სულ 25 მგზავრი იყო, მათ შორის, ექვსი ქალი და ერთი ბავშვი, მათგან 22 დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა. მათი განმარტებით, ყველა ცხედარი ხევიდან ამოიყვანეს.