თურქი მილიონერი, რომელიც 105 შვილის ყოლას გეგმავდა, თურქეთში არაერთხელ იყო ნასამართლევი – ცოლი ახლა საქართველოს ციხეში აკითხავს

ამ უცნაური ოჯახის შესახებ არაერთხელ დაგვიწერია. თურქი ბიზნესმენი რუს ცოლთან ერთად დიდი იმპერიის აშენებას გეგმავდა და ბათუმში დასახლებული 105 შვილის ყოლას აპირებდა. გეგმა წარმატებით სრულდებოდა, 22 ბავშვი უკვე ჰყავდათ სუროგატი დედებისგან და მათ უამრავი ძიძის დახმარებით უვლიდნენ, თუმცა მოულოდნელად ბიზნესმენი დააპატიმრეს და ახლა ცოლი ციხეში სტუმრობს და იქ დაჰყავს ბავშვები პაემნებზე…

რუსმა კრისტინა გაგარკინამ ალბათ არაერთხელ ინანა, რომ დათანხმდა ქმარს ამ წამოწყებაში. ახლა მარტო დარჩა ორ ათეულ ბავშვთან ერთად მისთვის უცხო ქვეყანაში.

ყველაფერი ხუთი წლის დაიწყო, როცა კრისტინა შვილთან ერთად ბათუმში ისვენებდა და თურქი მილიონერი გალიფ ოზთურქი გაიცნო. გალიფი მასზე ბევრად დიდი იყო – 50 წლის. უკვე დამკვიდრებულიყო საქართველოში, სატრანსპორტო გადაზიდვების ბიზნესს ფლობდა, ასევე რამდენიმე სასტუმროს. კრისტინა ძალიან მოეწონა, რადგან გოგონამ უთხრა, რომ ძალიან უყვარს ბავშვები და ოცნებობს დიდ ოჯახზე, საკუთარი საბავშვო ბაღიც კი სდომებია. გალიფსაც მეტი რა უნდოდა – ის გეგმავდა ნამდვილი ოჯახური იმპერიის შექმნას და ოცნებობდა 105 ბავშვის ყოლაზე. ამიტომაც კრისტინასთან ერთად შეუდგა ამ გეგმის შესრულებას.

600x600-1-df04a75966e3f265600958ea715e61261080x1080-0xac120003-12299902111612876428-1724399531.jpg

თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. მალე დაქორწინდნენ და კრისტინა ბათუმში დასახლდა თავის უფროს ქალიშვილთან ერთად. გალიფმა სააგენტოს დახმარებით შეარჩია სუროგატი დედები, რომლებსაც ორსულობის დროს თვალყურს ადევნებდა. პირველი ბავშვი მუსტაფა 2020 წელს გაჩნდა, მას სხვებიც მიჰყვნენ და 2023

წლისთვის თურქი მილიონერის სახლში ერთდროულად 22 ბავშვი იზრდებოდა. ოზთურქმა 168 ათასი ევრო დახარჯა სუროგატებზე, კიდევ 90 ათასი ძიძებზე და შინამოსამსახურეებზე. ამ დროის განმავლობაში 21 ძიძა გამოიცვალეს, მუდმივად კი სახლში 12 დამხმარე მუშაობდა. ყველა ძიძას მკაცრად განსაზღვრული ინსტრუქცია ჰქონდა, მაგალითად, ბავშვების ხელში აყვანა ეკრძალებოდათ. დღის ბოლოს კრისტინა ატარებდა ინსპექციას, ყველაფერი იყო თუ არა შესრულებული და დღის განრიგს ადგენდა.

“მე ვადგენ აღზრდის, კვების, სწავლის სისტემას. დამხმარეები მყავს, თუმცა ისინი მხოლოდ ასრულებენ მითითებებს, რომლებსაც მე ვამზადებ. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, რომ ვერ ვპოულობთ საერთო ენას და მიწევს პერსონალის შეცვლა”, – ყვებოდა ადრე კრისტინა.

“ბავშვების გენეტიკური მშობლები მე და ჩემი მეუღლე ვართ, თუმცა სუროგატი დედებისგან გვყავს. ციფრი 105 შემთხვევით ავირჩიეთ… ჯერ გვინდა, რომ ბავშვები ცოტა გაიზარდონ. ძალიან დიდი ყურადღება სჭირდებათ. სიმართლე გითხრათ, სუროგატი დედების შესახებ არაფერი ვიცოდი, ვიდრე ჩემმა ქმარმა არ მითხრა. ორივე შევთანხმდით, რომ ბევრი შვილი გვინდოდა, მაგრამ, ვფიქრობდი, მე გავაჩენდი. როდესაც სუროგაციაზე შევთანხმდით, დიდხანს ვაანალიზებდი დადებით და უარყოფით მხარეებს. პირადად არც ერთ ქალს არ ვიცნობთ და არც კონტაქტი გვაქვს მათთან. არის ხოლმე მსოფლიოში შემთხვევები, როცა სუროგატი დედები ბოლო ეტაპზე უარს აცხადებენ ბავშვის მშობლებისთვის მიცემაზე. სამწუხაროდ, ჩვენც გვქონდა მსგავსი შემთხვევა”, – ამბობდა “ბედნიერი დედა”.

600x600-1-f2c51b5584c2f73c0703deaf7cb9f0111080x1080-0xac120003-6286970531623934700-1724399531.jpg

ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ მოულოდნელად ბიზნესმენი არ დააპატიმრეს და 8 წელი არ მიუსაჯეს ფსიქოტროპული და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით. ძიების დროს გაირკვა სხვა დეტალებიც – ბიზნესმენი 2018 წელს გამოიქცა თურქეთიდან, სადაც კუვეტ კესეოღლუს მკვლელობაში თანამონაწილეობას ედავებოდნენ. ამბობენ, რომ ამ მკვლელობის მიზეზი სისხლის აღების ტრადიცია იყო. თურქეთიდან გამოქცევამდე, მას იქ ჰყავდა ოჯახი და უფროსი შვილები, რომლებთანაც საქართველოდანაც აგრძელებდა კონტაქტს.კიდევ უფრო ადრე, 2003 წელს, გალიფი დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნის გამო გაასამართლეს, რომელიც თაღლითობით იყო დაკავებული. მალე გამოუშვეს, თუმცა ხუთ წელიწადში ისევ დააპატიმრეს – სტამბოლის საფონდო ბირჟაზე მაქინაციებისთვის. მაშინაც მალე მოახერხა გათავისუფლება.

2012 წელს ფულთან დაკავშირებული მაქინაციებისა და ნარკოტიკების მოხმარების გამო კვლავ დააპატიმრეს…

იცოდა თუ არა კრისტინამ ქმრის დანაშაულებრივ წარსულზე? ამბობს, რომ არც კი ეჭვობდა. თუმცა როცა ქმარი გაასამართლეს, ბლოგიც წაშალა და ნომერიც შეცვალა. ქმარს ციხეში სტუმრობს. მის მიერ დატოვებული კაპიტალით უვლის ბავშვებს. ასევე ბიზნესიც დარჩა, რომლიდან მიღებულ შემოსავლებს კრისტინა იყენებს და ფინანსურად ნორმალურად არის. როგორც რუსულ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, უფრო მორალურად უჭირს, რადგან მარტოა ბავშვებთან და ვერ უხსნის მათ, რატომ არ მოდის მამა საღამოობით და არ აჭმევს მათ იოგურტს თავისი ხელით.

kristina-1724400379.jpg

გააზიარე: