პატარა ლეა მამნიაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
ლეა მამნიაშვილი არის ახალშობილთა ცერებრული ლეიკოლამაციის დიაგნოზით (ბავშთა ცელემბრული დამბლა). აქვს ორივე ზედა კიდურის ზომიერი პარეზი, ასევე ორივე ქვედა კიდურის ღრმა პარეზი. თანხლები ეპილეპსიით.
ნეირომოტორულ განვითარების შეფერხებით. მზერის ფიქსაცია არასრული, გამოხატული ორმხრივი გარდამავალი სიელმით. დაბადებიდან დღემდე ლეა გადის ძვირადღირებული მედიკამენტოზურ მკურნალობას. გადის სპეციალურ რეაბილიტაციის ვარჯიშებს და მანუალურ თერაპიას საქართველოში და თურქეთში. წლინახევრის ასაკში გაუკეთდა თვალის ოპერაცია თურქეთში. ცოტა ხნის წინ ასევე ჩაუტარდა ბოტოქსის მედიკამენტოთერაპია, რაც გულისხმობს ადგილობრივი დაჭიმულობის მოსახსნელ პროცედურას.
ამჟამად ლეა გადის სხვადასხვა თერაპიებს, როგორიც არის ფიზიოთერაპია, ვოიტათერაპია. ეს თერაპიები ლეას ყოველდღიურობისთვის აუცილებელია. ასევე ესაჭიროება მუდმივი აქვათერაპია და ლოგოპედის ჩართვა.
ყოველ სამ- ოთხ თვეში ერთხელ ლეას ესაჭიროება თურქეთში ნევროლოგის ვიზიტი ეპილეფსიის კონტროლისთვის და დანიშნულების შეცვლისთვის. ასევე ყოველ ჩასვლაზე თურქეთში უტარდება მნიშნელოვანი რეაბილიტაციის კურსი. წინ ლეას ელოდება მნიშნელოვანი და ურთულესი ოპერაცია ხერხემალზე (რიზოტომია). ეს ყველაფერი არის უდიდეს ხარჯდებთან დაკავშირებული, მაგრამ ლეასთვის საციცოცლო ხარისხის გაუმჯობესებლად არი აუცილებელი.
TBC ანგარიში:
GE48TB7883545061600014
BOG ანგარიში:
GE10BG0000000222636000
PayPal :
Dinasanamian@gmail.com
მიმღები, დედა: დინა სანამიანი