ყველაზე საშიში ადგილია ამ ქალაქში და პატარა ბავშვები დაჰყავთ“ – რა ინფორმაცია ვრცელდება და რას წერს ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე, ფონიჭალაში დღეს მომხდარ დაჭრის ფაქტზე, სადაც ბერი ნიკოლოზის (ნარიმანი) მრევლი ერთმანეთს დაუპირისპირდა 

ფონიჭალაში – 13 ნომერში მდებარე კორპუსში, ორ ადამიანს სავარაუდოდ ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. როგორც რადიო „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, შემთხვევაზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციითვე, აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი), სადაც სწორედ ბერი ნიკოლოზის მრევლი დაუპირისპირდა ერთმანეთს. დაჭრილები კლინიკაში არიან გადაყვანილებ

მოგვიანებით, ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ ბერი ნა­რი­მა­ნის (იგი­ვე ნა­რი­მან მეფე) სა­დარ­ბა­ზო­ში, ბი­ნას­თან შეკ­რე­ბი­ლი მრევ­ლის ნა­წი­ლი ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­და.

ბავ­შვი რო­გორ ჩა­აგ­დე კი­ბი­დან“, – ის­მის ვი­დე­ო­ში, შემდეგ კი ფი­ზი­კუ­რი დაპირისპირებაც ხდება.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში, სოციალურ ქსელში წერენ, რომ აღნიშნული ტერიტორია ყველაზე საშიში ადგილია ქალაქში, სადაც პატარა ბავშვები დაჰყავთ:

„ბერი ნარიმანის კართან რიგში ჩადგომის გამო იჩხუბეს და 2 ადამიანია დაჭრილი.
რა ქვეყანაც გვაქვს, ეგ ხდებოდა ზუსტად იქ… იმედია ახლა მაინც ეშველება რამე მაგ ამბავს… ყველაზე საშიში ადგილია ამ ქალაქში და პატარა ბავშვები დაჰყავთ“ – წერს თეონა ცხომელიძე.