სიღნაღში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ორსართულიან სახლს ხანძარი მოულოდნელად გაუჩნდა.

„ეს სახლი იყიდება, მფლობელები წლებია აქ არ ცხოვრობენ. მოულოდნელად გაჩნდა ცეცხლი და ვერც ვხვდებით, როგორ მოხდა. შიგნით დენი არ არის, გაზი არ არის, ძნელია გარკვევა და ალბათ, გამოძიება დაადგენს”,- თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ცეცხლმა სახლის მეორე სართული და შიგ არსებული ავეჯი გაანადგურა.

ხანძრის ლიკვიდაცია ადგილზე გამოძახებულმა სახანძრო სამსახურმა მოახერხა.