გამოცემა „მირორი“ სამეფო ოჯახის ახლო მეგობრებზე დაყრდნობით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ცნობილია, რომ ქეით მიდლტონი, რომელმაც ცოტა ხნის წინ გაბედულად ისაუბრა კიბოს დიაგნოზზე, ამჯერად მთელ დროს ოჯახსა და შვილებს უთმობს. ის, პრინცი უილიამი და ბავშვები ამჯერად ანმერ ჰოლში იმყოფებიან, სადაც პრინცესა ქეითი, პაპარაცებისგან შორს, რეაბილიტაციის კურსს გადის.
ცნობილია, რომ ახლა ბრიტანეთში სააღდგომო არდადეგები და ქეითიც პრინც ჯორჯთან, პრინცესა შარლოტასთან და პრინც ლუისთან, დიდ დროს ატარებს.
სამეფო ექსპერტი ჯენი ბონდ ამბობს, რომ უელსის პრინცესას მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდება და ის ახლა გამოჯანმრთელების გზაზეა.