ყველის შენახვის წესები ყოველთვის დიდ დაინტერესებას იწვევს, რადგან შენახვის პირობებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, როგორი გემო ექნება ყველს. შეიძლება ყიდვისას ძალიან გემრიელი მოგეჩვენათ, მაგრამ 1-2 კვირიანი შენახვის შემდეგ სულ სხვა გემო შეიძინოს.
გთავაზობთ ყველის შესანახი წათხის კიდევ ერთ რეცეპტს, რომელიც ერთ-ერთმა მკითხველმა მოგვწერა:
- 4ლიტრ ანადუღარ ცივ წყალში გახსენით 1კგ მარილი.
- დაამატეთ 200 გრამი შაქარი
- პატარა ნატეხი თეთრი შაბი
- კარგად მოურიეთ
- ბოლოს ჩააგდეთ კვერცხი, თუ ამოტივტივდა ზევით, ე. ი. მარილი ზომიერად აქვს და ჩააწყობთ ყველს. ასეთი წათხი ერთი წელი ძლებს.