საზარელი მკვლელობა მოხდა ცოტახნის წინ ზუგდიდის სოფელ კორცხელში. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლს ჩაქუჩი თავში რამდენჯერმე ჩაარტყა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.