ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია “ინსტაგრამის” გვერდზე ფოტოებს აქვეყნებს, სადაც მეუღლის ორსული ნიცა თავაძის ფოტოც არის. წყვილი ფეხბურთელ ზურიკო დავითაშვილთან და მია გზირიშვილთან ერთად ისვენებდა.
“ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ბედნიერი დღეა. საპანას არხიდან გავაჟღერებ, რომ ბიჭს ველოდები” – თქვა კვარამ რამდენიმე თვის წინ გავრცელებულ ვიდეოში, რომელსაც GEO TEAM ავრცელებდა.
შეგახსენებთ, რომ სპორტსმენმა სამედიცინო უნივერისტეტის სტუდენტზე რამდენიმე თვის წინ იქორწინა. წყვილს დიდი ხნის სასიყვარულო ისტორია აქვს და ოფიციალური ქორწინების შემდეგ საცხოვრებლად იტალიაში გადავიდნენ, სადაც ხვიჩა, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გუნდში თამაშობს.